x
image
natia.a
ფრჩხილის როგორი ფორმაა თქვენთვის იდეალური - ეს ბევრ რამეში დაგეხმარებათ!
image

მანიკურის სპეციალისტები დღითიდღე გვაკვირვებენ ახალი ტრენდებითა და პატარა შედევრებით, რომლებსაც ქალის ფრჩხილებზე ქმნიან. მაგრამ ის, რაც ლამაზად გამოიყურება გრძელ და ვიწრო ფრჩხილებზე, არ გამოდგება მოკლე და ფართე ფრჩხილისთვის. გთავაზობთ შეიტყოთ, რა ფორმის ფრჩხილი იქნება იდეალური თქვენი ხელისთვის.

კვადრატი


image
უხდება როგორც ვიწრო, ასევე ფართე ფრჩხილს, ოღონდ მეორე შემთხვევაში, არ გადაჭრათ ფრჩხილი ძალიან დაბალზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედმეტად "კვადრატული" გამოვა.

მომრგვალებული კვადრატი
imageუხდება ყველა ტიპის ფრჩხილს. ეს არის უნივერსალური ფორმა, რომელიც წარმატებით უსვამს ხაზს ფრჩხილის ნებისმიერ ფორმას.

მრგვალი ფორმა
imageფართე ფრჩხილს ვიზუალურად უფრო ვიწროს აჩენს, აგრძელებს მოკლე თითებს. გამოადგებათ მათ, ვისაც მტვრევადი ფრჩხილები აქვს. არც თუ ისე დიდი სიგრძე და ბუნებრივი მომრგვალება ამ ფორმას მოსავლელად ადვილს ხდის. მას ხშირად ირჩევენ ისინი, ვისაც არ სურს, რომ ფრჩხილები ხელს უშლიდეს მუშაობაში.

ოვალი
imageუხდება პატარა, თხელ თითებს - როგორც ვიწრო, ასევე განიერ ფრჩხილებს. ვიზუალურად აგრძელებს თითს, კარგად გამოიყურება გრძელ ფრჩხილებზე.

ნუშისებრი ფორმა
imageკარგია გრძელი და დახვეწილი ფორმის თითებისთვის.

"ბალერინა"
imageგამოდგება ძლიერი ფრჩხილებისთვის, რომლებსაც შეუძლია რთული ფორმების ატანა, და გრძელი, ვიწრო ფრჩხილებისთვის. ასევე გამოდგება იმ შემთხვევაში, თუ ფრჩხილებს იზრდით.

"სტილეტი"
image
კარგია არც თუ ისე გრძელი ფრჩხილებისთვის და ვიწრო თითებისთვის. ვიზუალურად აგრძელებს თითს. მოითხოვს ყურადღებით მოვლას.

ყურადღება მიაქციეთ კუტიკულას ფორმას: თუ ფრჩხილის ძირს გამოკვეთილი კუთხეები აქვს, უმჯობესია ფრჩხილისთვის აირჩიოთ კვადრატული ან მომრგვალებული კვადრატის ფორმა. თუ ძირის ფორმა მრგვალი ან ოვალურია, მაშინ ფრჩხილსაც მრგვალი ან ოვალური ფორმა უნდა მისცეთ.

ასევე დაგაინტერესებთ:


1. რა მოუვიდა გოგოს, რომელსაც 6 თვის მანძილზე შამპუნი არ გამოუყენებია - გამაოგნებელი შედეგი!

image

2. გამოიცანით, რომელია ქალის ხელი - ტესტი, რომელიც საკუთარ თავზე ბევრ რამეს გაგაგებინებთ

image

3. 7 შეცდომა ჩაცმულობაში, რომელიც ზედმეტ კილოგრამებს გმატებთ - გაითვალისწინეთ!

image

4. როგორ შევიღებოთ თმა ბუნებრივი პროდუქტებით - დაივიწყეთ ქიმიური საღებავები!

image

5. 8 რამ, რაც მამაკაცებს აღიზიანებთ ქალის მაკიაჟში - გაითვალისწინეთ!

image





0
682
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
682
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0