რჩევები როგორ შევიღებოთ თმა ბუნებრივი პროდუქტებით - დაივიწყეთ ქიმიური საღებავები! 2016, 6 მაისი, 13:20 თმის შეღებვა ქალების უმეტესობისთვის თავის მოვლის პროცედურათა კომპლექსში ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს. სამწუხაროდ თმის საღებავები, როგორც წესი, საკმაოდ ძლიერმოქმედ ქიმიურ საშუალებებს შეიცავს, რაც ზიანს აყენებს თმას. აქედან გამომდინარე, ჩნდება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი: როგორ დავიცვათ თმა ქიმიური საშუალებების უარყოფითი ზეგავლენისაგან? გთავაზობთ თმის ბუნებრივი შეღებვის რამდენიმე ხერხს. რაც მთავარია, ამ პეროდუქტებით თმის ფერის ცვლა შეგიძლიათ თუნდაც ყოველ კვირაში ისე, რომ თმას არათუ ზიანი არ მიადგება, არამედ გაჯანსაღდება და გაძლიერდება კიდეც. 1. ნიგოზი ყავისფერი თმისთვის 15-20 ცალი ნიგვზის მწვანე კანი დაჭერით წვრილად. დაასხით ცხელი წყალი ისე, რომ მთლიანად დაფაროს. დააცადეთ რამდენიმე წუთი. შემდეგ კი, მიღებული საშუალება ფუნჯით დაიტანეთ თმაზე. გააჩერეთ 20 წთ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გადაივლეთ წყლით გაზავებული ვაშლის ძმარი. უფრო მუქი ფერისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიგვზის ნაჭუჭი. ერთი მუჭა ნაჭუჭი დააქუცმაცეთ, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 3 დღე. დაიტანეთ მიღებული საღებავი თმაზე და გაიშრეთ ბუნებრივი გზით. 2. ხახვის კანი ოქროსფერი თმისთვის 1 ჭიქა ხახვის კანს დაასხით 1 ლ. წყალი, აადუღეთ და გააჩერეთ 1 საათი. კარგად დაისველეთ თმა მირებული სითხით, დაიხურეთ პოლიეთილენის საბურავი. 3. გვირილა ღია ფერის თმისთვის თმის ოდნავ გაღიავებასა და ლამაზი, გარდამავალი ოქროსფერის მიცემაში დაგეხმარებათ გვირილა. 100 გრამ ყვავილს დაასხით 0, 5 ლ. წყალი, აადუღეთ და გაატარეთ საწურში. დაიტანეთ დაბანილ თმაზე და დააყოვნეთ 30 წთ. შემდეგ კი გადაივლეთ წყლით გაზავეული ვაშლის ძმარი. ამგვარი ნაყენის გამოყენება შეგიძლიათ ყოველდღე, სანამ თმა სასურველ ფერს არ მიიღებს. 4. ჭარხალი და სტაფილო მკვეთრი ჟღალი ფერისთვის ერთი ცალი საშუალო ზომის ჭარხალი ან სტაფილო (სასურველი შეფერილობის მიხედვით) გახეხეთ და დამოწურეთ წვენი. სუფთა, მშრალი თმა დაისველეთ მიღებული წვენით და ოდნავ შეიშრეთ. უფრო ინტენსიური ფერის მისაღებად შეგიძლიათ პროცედურა გაიმეოროთ. ერთი საათის შემდეგ მსუბუქად ჩამოიბანეთ თმა წყლით. გახსოვდეთ, ამგვარი ნატურალური საღებავი ყოველთვის უფრო რბილი და უსაფრთხოა თმისთვის, ვიდრე ნებისმიერი ქიმიური საშუალება. უფრო მკვეთრი ეფექტის შესანარჩუნებლად კი ამგვარი ბუნებრივი საღებავით თმა ყოველ კვირაში უნდა შეიღებოთ. 1731 10-ს მოსწონს 1-ს არა
|