რჩევები როგორ გავწელოთ ტყავის და რეზინის ფეხსაცმელი, რომელიც გვიჭერს - გამოცდილი მეთოდი 2018, 18 იანვარი, 11:09 ალბათ არ არსებობს ადამიანი, ერთი წყვილი ფეხსაცმელი მაინც რომ არ ჰქონდეს ისეთი, რომელშიც მოხერხებული მხოლოდ ჯდომაა. როცა მაღაზიაში ისინჯავთ, გგონიათ, რომ ძალიან ლამაზი და კომფორტულია. მაგრამ სახლში მოტანისას ხვდებით, რომ ქუჩაში ამ ფეხსაცმლით სიარული ნამდვლი ტანჯვა იქნება. ასე რომ, თუ თქვენ ისეთი ფეხსაცმელი შეიძინეთ, რომელიც გიჭერთ, კანს გიხეხავთ და საშინელ დისკომფორტს გიქმნით, გაითვალისწინეთ ქვემოთ შემოთავაზებული რჩევები. ისინი დაგეხმარებათ მარტივად გაწელოთ და ფეხზე მოირგოთ უხერხული ფეხსაცმელი. 1. ფეხსაცმლის შიდა ზედაპირი დაასველეთ სპირტით, ჩაიცვით და ატარეთ 1-2 საათის განმავლობაში. ამ პროცედურის ჩატარება კარგია ნებისმიერ ახლადშეძენილ ფეხსაცმელზე (თუნდაც ზუსტად თქვენი ზომა იყოს), რათა დაარბილოთ იგი და უკეთ მოირგოთ ფეხზე. 2. თუ ფეხსაცმელი პატარა მოგივიდათ, ფენისა და თბილი წინდების დახმარებითაც ეფექტურად შეგიძლიათ მისი გაწელვა. ამისათვის ჩაიცვით შალის წინდებიან ფეხზე ფეხსაცმელი, მიუშვით რამდენიმე წუთის მანძილზე ფენიდან გამომავალი ცხელი ჰაერი. სულ ესაა. 3. ფეხსაცმელს შიდა მხარეს წაუსვით პარაფინი (ჩვეულებრივი სანთელი) და დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით გაწმინდეთ და მოაშორეთ პარაფინის ნარჩენები. ეს ხერხი დაგეხმარებათ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოთ ფეხსაცმლისგან მიყენებული "მაზოლები". 4. ყველაზე ძველი მეთოდი: რაც შეიძლება მჭიდროდ გამოავსეთ ფეხსაცმელი სველი ქაღალდით და დატოვეთ, სანამ სრულად არ გაშრება. არავითარ შემთხვევაში არ გააშროთ სითბოს წყაროსთან, შრობა უნდა მოხდეს ოთახის ტემპერატურაზე. როგორ გავადიდოთ რეზინის ფეხსაცმელი (ბოტები) რეზინის ფეხსაცმელს დღეს, როგორც წესი პოლივინილქლორიდის (PVC) გამოყენებით ამზადებენ, ამიტომ მისი გაწელვა გათბობის საშუალებით შეიძლება: ჩაასხით რეზინის ფეხსაცმელში მდუღარე წყალი, გააჩერეთ 5 წუთი. ფეხზე ამოიცვით რაც შეიძლება სქელი წინდები. გადაღვარეთ მდუღარე წყალი ფეხსაცმლიდან და ჩაიცვით (ფრთხილად იყავით, შიგნიდან ფეხსაცმელი ძალიან ცხელი იქნება, ამიტომ წინდა უნდა იყოს ძალიან სქელი, უმჯობესია რამდენიმე). გაიარეთ რამდენიმე ნაბიჯი და ფეხსაცმლიანი ფეხები ჩადეთ ცივი წყლით სავსე ტაშტში. ამგვარად ცხელი წყლით დარბილებული პოლივინილქლორიდი გამაგრდება და ახალ ფორმას მიიღებს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. დეტალი, რომელიც სტილურ გარეგნობას უგემოვნოდ აქცევს - როგორ შევარჩიოთ სწორად ფეხსაცმლის ფერი 2. როგორ მოვაშოროთ ნაკაწრები ტყავის ფეხსაცმელს და ავეჯს - განაახლეთ საყვარელი ნივთები! 3. როგორ დავიცვათ ფეხსაცმელი მარილის ლაქებისგან ზამთარში - ეს უნდა ვიცოდეთ! 4. ვარცხნილობის 10 ხერხი, რომლებიც მინიმუმ 5 წელს მოგაკლებთ - გაითვალისწინეთ! 5. ტანსაცმელი, რომელიც მინიმუმ 5 კილოს მოგაკლებთ - ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს! 6. 10 ნიშანი იმისა, რომ გემოვნება არ გაქვთ - არ დაუშვათ ეს შეცდომები! 7. რა საფრთხეს გვიქმნის და როგორ გავხადოთ მეორადი ტანსაცმელი უსაფრთხო - ექიმები გვირჩევენ! 4551 8-ს მოსწონს 1-ს არა
|