x
image
maia
ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის სასიყვარულო მიმოწერა
ათწლიანი ურთიერთობის, ექვსი შვილის და მილიონობით ყოველდღიური საზრუნავის მიუხედავად ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის სიყვარულში რომანტიკა არ ქრება.

ბოლო ხანებში ცნობილ წყვილს დროებით განშორება მოუწიათ მეორე მსოფლიო ომის შესახებ ფილმების გადაღების გამო, რომელიც პლანეტის ორ დაშორებულ წერტილში მიმდინარეობდა.


ბრედი დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა ფილმის "Fury" გადაღებაზე, ხოლო ანჯელინა კი მონაწილეობდა ფილმის "Unbroken" გადაღებაში ავსტრალიაში. წყვილმა მოძებნა უჩვეულო გზა ერთმანეთთან ურთიერთობისთვის.

გადაღებების განმავლობაში ხელნაწერი წერილები დაფრინავდა დედამიწის ერთი ბოლოდან მეორისკენ და პირიქით.


image

როგორც ანჯელინამ განაცხადა-"ჩვენ თავი ომის პერიოდში წარმოვიდგინეთ, როცა ადამიანები თვეობით ან წლობითაც ვერ ხედავდნენ ერთმანეთს და კავშირს მხოლოდ წერილებით ამყარებდნენ, საკუთარ გრძნობებზე მხოლოდ ფურცლების, მელნის დახმარებით საუბრობდნენ. ეს ძალიან რომანტიკულად მოგვეჩვენა და წერილებმა კიდევ უფრო გაამყარეს ჩვენი ურთიერთობას, ჩვენ სულმოუთქმელად ველოდებოდით ერთმანეთთან შეხვედრას.

image

ზოგადად კი მეუღლეები ამჯობინებენ ერთად ყოფნას და ხანგრძლივ დაშორებას თავს არიდებენ. შეძლებისდაგვარად ერთად ატარებენ შვებულებას ან მხარს უჭერენ ერთმანეთს საქმიანი მოგზაურობის დროს. ცოტა ხნის წინ ბრედ პიტი თან ახლდა ანჯელინას ლონდონში გამართულ ჰუმანიტარულ ფორუმზე, ასევე წყვილი სტუმრობდა მალტას, სადაც ერთობლივი ფილმისთვის მზადება მიმდინარეობს.

0
133
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0