x
მეტი
  • 23.07.2019
  • სტატია:92703
  • ვიდეო:341602
  • სურათი:454732
არუხლო - დიდი აღმოჩენა საქართველოში

არუხლო - დიდი აღმოჩენა საქართველოში


ძვ.წ. მე-60 საუკუნეში საქართველოში უკვე განვითარებული იყო მესაქონლეობა, მიწათმოქმედება და ხელოსნობა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის და გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების გაერთიანებულმა საერთაშორისო ექსპედიციამ 2014 წელს ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში, არუხლოს ნამოსახლარზე ძვ.წ. მე-6 ათასწლეულით დათარიღებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები გამოავლინა. ნამოსახლარის შესწავლა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. შემდგომ შეჩერდა და 21-ე საუკუნეში კვლავ განახლდა მახლობელ აღმოსავლეთში აღმოჩენილი ძალიან საინტერესო უძველესი კულტურის არქეოლოგიური ძეგლების აღმოჩენის შემდგომ, კვლევა კი 2014 წელს არუხლოს 8000 წლის წინანდელი დასახლების აღმოჩენით დაგვირგვინდა.


არუხლო - დიდი აღმოჩენა საქართველოში


განსაკუთრებით აღსანიშნავია უცნაური ფორმის არხები ნასახლარზე, რომელთა დანიშნულებაც მათი მდებარეობის გამო, სპეციალისტებისთვის ამ ეტაპზე უცნობი რჩება, თუმცა ვარაუდობენ, რომ 4 მეტრის სიღრმის არხს შესაძლოა სარიტუალო დანიშნულება ჰქონოდა. ეს არხი საკმაოდ გრძელია და ვიწროვდება ბოლოში. საინტერესოა ის, რომ სწორედ მაგ ვიწრობიდან არის დაახლოებით რქის 60 იარაღი აღმოჩენილი. ექსპედიციამ არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ნასახლარზე მიაკვლია ქვის, ძვლის და რქის სამეურნეო და სამუშაო იარაღებს, რაც ადასტურებს, რომ ამ პერიოდში აქ უკვე განვითარებული იყო მესაქონლეობა, მიწათმოქმედება და ხელოსნობა.


არუხლო - დიდი აღმოჩენა საქართველოში


არუხლოს მსგავსი დასახლებების უმრავლესობა გორებზე იგებოდა. ასეთ სოფლებში საშუალოდ 500 კაცამდე ცხოვრობდა. როდესაც მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად იმატებდა, მაშინ ზოგიერთი ახალი ოჯახი სხვაგან სახლდებოდა და ეს უწყობდა ხელს ახალი სოფლების გაჩენას. სახლები ამ დასახლებებში იგებოდა გამოუწვავი ალიზისგან, ხოლო თავად სახლების ზომები არც ისე დიდი იყო.


არუხლო - დიდი აღმოჩენა საქართველოში


"საქართველო არის ძალიან მდიდარი არქეოლოგიური აღმოჩენებით და არუხლო კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ფიქსირდება კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი ეპოქის ნაშთები." აცხადებს დავით ლორთქიფანიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი.


არუხლო - დიდი აღმოჩენა საქართველოში


"სამუშაოების შედეგად სულ სხვანაირი სურათი მივიღეთ, სამიწათმოქმედო კულტურაზე გადასხვა პირველად აღმოსავლეთ ანატოლიაში მოხდა (დღევანდელი ლაზეთი, ტაო-კლარჯეთი, ქურთისტანი), არუხლოს ნამოსახლარი კი სწორედ ამ პროცესის დასრულებას წარმოადგენდა". განაცხადა სვენდ ჰასდენმა. გერმანიის არქეოლოგიის მუზეუმის ევრაზიის განყოფილების დირექტორი. არქეოლოგთა მიზანი კავკასიის ნეოლითური ისტორიის ქრონოლოგიური განვითარების რაც შეიძლება ზუსტი ისტორიის გაცოცხლებაა.


არუხლო - დიდი აღმოჩენა საქართველოში



ასევე დაგაინტერესებთ:

1) საქართველო ღვინის სამშობლო (+63 სტატია საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახებ)

2) პირველი ევრაზიელები საქართველოდან

3) საქართველო მეფუტკრეობის სამშობლო

4) საქართველო - კერვის და ქსოვის ტექნოლოგიის სამშობლო

5) საქართველოში გავრცელებული დინოზავრები

6) საქართველო - ოქროს მოპოვების სამშობლო

7) დავით აღმაშენებელი და ჯვაროსნები

8) როსტოვში პროტოქართველთა სამარხი აღმოაჩინეს

9) კოლხური ხარები - ხალკოტავრები

10) ძველი ეგვიპტელები და პროტოქართველები

11) ქართული მითოლოგია - დობილნი

12) ქართული მითოლოგია - ყურშა

13) ერექტუსები, ნეანდერტალელები და საპიენსები საქართველოში



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
1641
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1641
  
21 იანვარი, 3:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

20 იანვარი, 22:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2