x
მეტი
  • 18.02.2019
  • სტატია:86173
  • ვიდეო:336529
  • სურათი:446441
დავით აღმაშენებელი და ჯვაროსნები

დავით აღმაშენებელი და ჯვაროსნები


ნიშანდობლივია დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის სიტყვები: "ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალიმი და ანტიოქია, და შეწევნითა ღმრთისათა მოეშენა ქუეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი და არღარა მისცა სულტანსა ხარაჯა, და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს." დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორიც თურქ სელჩუკებისთვის ხარკის შეწყვეტა და ქვეყნის მოშენება- გაძლიერება იყო, იერუსალიმისა და ანტიოქიის აღებას უკავშირებს.


ჯვაროსანთა გამოჩენამ, მათმა წარმატებებმა ახლო აღმოსავლეთში, დავით აღმაშენებლის პოლიტიკის გატარებას შეუწყო ხელი. თავის მხრივ საქართველოს მეფის წარმატებული ბრძოლა თურ-სელჩუკებთან ჯვაროსნების წისქვილზე ასხამდა წყალს. ამიტომ იყო, რომ ჯვაროსნების მიერ ახალდაარსებული სამთავროები თურქ-სულჩუკთა განდევნისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ საქართველოს თავიანთ მეგობრად თვლიდნენ.


დავით აღმაშენებელი


წყაროებიდან აშკარაა, რომ დავით აღმაშენებელი მეტად პოპულარული იყო ჯვაროსანთა შორის. იოანე ბატონიშვილის "კალმასობაში" დაცულია ცნობა, რომ იერუსალიმის მეფეს ბოლდუინ II-ს (1119-1131 წწ.) კავშირი ჰქონდა დავით აღმაშენებელთან. ისინი საიდუმლოდაც ხვდებოდნენ ერთმანეთს.


დავით აღმაშენებელი და მისი დროის საქართველო კასპიის კარის დამცველად და თურ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჯვაროსანთა "წინაბურჯად" მოიხსენიებოდა. საქართველო ჯვაროსნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა.


ბოლდუინ II - იერუსალიმის მეფე


საქართველოსა და ჯვაროსნების ურთიერთობას მეტად საინტერესოდ გამოხატავს ამ უკანასკნელთა დამოკიდებულება იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრისადმი. ჯვაროსნების მიერ 1099 წელს იერუსალიმის აღების შემდეგ დაარსდა დასავლეთევროპული ტიპის მსხვილი, სამხედრო-ფეოდალური სახელმწიფო, რომელსაც იერუსალიმის სამეფო ეწოდებოდა. ამ დროიდან მოყოლებული, სამეფოს ტერიტორიაზე მდებარე მართლმადიდებლური ტაძრები ლათინებმა დაისაკუთრეს, მაგრამ ქართველთა ჯვრის მონასტერს ხელი არ ახლეს. ჯვაროსანთა ეს მოქმედება განაპირობა იმ სამხედრო-პოლიტიკურმა ურთიერთობამ, რაც ქართველებსა და ჯვაროსნებს შორის იყო. ჯვაროსნები ბევრ სიმდიდრეს სწირავდნენ ქართულ მონასტრებს, რის გამოც ისინი საგანგებოდ მოიხსენიებიან იმ პერიოდის აღაპებში.


დიდგორის ბრძოლის დროს დავით აღმაშენებლის ლაშქარში ჯვაროსნების ("ფრანგნი") მონაწილეობა ასევე მიგვანიშნებს საქართველოს მყარ კონტაქტებზე მაშინდელი ევროპის ქვეყნებთან. (წყარო: ჟურნალი "ისტორიანი")





ასევე დაგაინტერესებთ:

1) საქართველო - ღვინის სამშობლო (+63 სტატია საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახებ)

2) პირველი ევრაზიელები საქართველოდან

3) საქართველო - მეფუტკრეობის სამშობლო

4) მსოფლიოს პირველი მკერავები იმერეთიდან

5) ძველი ეგვიპტელები და პროტოქართველები

6) როსტოვში პროტოქართული სამარხი აღმოაჩინეს

7) ქართული მითოლოგია - ყურშა

8) კოლხური ხარები - ხალკოტავრები

9) დინოზავრები საქართველოში

10) ქართული მითოლოგია - დობილნი

11) საქართველო - ოქროს მოპოვების სამშობლო



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
547
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
547
  
20 იანვარი, 9:16
თორნიკე,ქართველმა ბერებმა წამოიღეს იერუსალიმიდან საიდუმლო წერილის ნაწილი თუ როგორ უნდა მართო მსოფლიო,და როდესაც დაიწყო ომი 1222 წელს იერუსალიმის მართველი ბოლდვინ2 და ჯვაროსნები ჩამოვიდნენ საქართველოში რომ "დახმარებოდნენ" დავით აღმაშენებელს დიდ გორის ბრძოლაში,ეს იყო გათვლილი რომ ქართველ ბერებს დაებრუნებინათ ამ წერილის ის ნაწილი,მაგრამ ეს ნაწილი წერილის არ დაუბრუნეს,როდესაც სტალინი დაიჭირეს და იჯდა ციხეში მან წაიკითხა ამ წერილის ნაწილი და როდესაც მოვიდა ნაგავ კომუნისტთა ხროვაში აღადგინა ქართული ეკლესიის აღმშენებლობა,რომელიც გაგვიუქმა მყრალმა და ნაგავმა რუსეთმა 1810 წელს,ასე რომ ჯვაროსნები როდესაც განდევნეს 17-ტე საუკუნეში დიდ ბრიტანეთში ფრანგებმა ჯვაროსნებმა
შეიქმნა მასონთა ხროვა ხუთქიმიანთა ვარსკვლავი დიდბრიტანეთში ლონდონში,რომლებსაც დღესაც მართავენ იუდეველთა ხროვა!!!
19 იანვარი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

18 იანვარი, 23:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3