x
მეტი
  • 21.08.2019
  • სტატია:93726
  • ვიდეო:342185
  • სურათი:455934
როსტოვში უძველესი პროტოქართული სამარხი აღმოაჩინეს

აღმოჩენილია უძველესი პროტოქართული სამარხი როსტოვში


2010 წელს როსტოვში რუსმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ძვ.წ. 26-ე საუკუნის სამარხი, რომელიც ბევრ ეგვიპტურ პირამიდაზე უფრო ძველია. ამ სამარხში აღმოაჩინეს 30 გარდაცვლილი ადამიანი, რომელთაც ჩაუტარდათ ანთროპოლოგიური და გენეტიკური კვლევები, ასევე რადიონახშირბადული დათარიღება და მათი ასაკი სწორედ ძვ.წ. III ათასწლეულის შუა ხანებით განისაზღვრა, ხოლო მათი ანთროპოლოგიური მონაცემები კი შეფასდა, როგორც ტიპიური ქართული. მეცნიერებმა მალევე მოახდინეს ერთ-ერთი მათგანის აღდგენა და მას ქართველი ქალის სახელი - თამარი უწოდეს, რომ ხაზი გაესვათ მისი პროტოქართული წარმომავლობისთვის. ეს ბიუსტი ახლა როსტოვის მუზეუმში ინახება. კვლევებით ბევრი რამ დადგინდა და საინტერესოა "თამარის" ისტორია - ის იყო დიდი ალბათობით სვანეთიდან, ისევე როგორც მასთან დაკრძალული სხვა ადამიანები. ქალი გახლდათ 25 წლის და როგორც დადგინდა მშობიარობას გადაჰყვა.


როსტოვი


ის მეფუტკრე აღმოჩნდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში აღმოჩენილ 5000 წლის წინანდელ თაფლის მიხედვით გამოტანილ დასკვნას, რომ საქართველო მეფუტკრეობის სამშობლოდაა მიჩნეული. ამ აღმოჩენამ კიდევ ერთი საინტერესო დასკვნა გამოატანინა მეცნიერებს. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ძვ.წ. III ათასწლეულში ევრაზიული სტეპი დაუსახლებელი იყო, ახლა კი ეს ცრურწმენა დაინგრა. როგორც ჩანს სვანები ან სხვა პროტოქართველური, იბერო-კავკასიური მოდგმის არაინდოევროპელი ხალხები ამ ტერიტორიებზე განსახლებულნი იყვნენ, ან მთიდან ბარში ჩადიოდნენ ხოლმე სეზონურად. ჩვენ ვიცით, რომ სვანთა განსახლების ისტორიული არეალები ბევრად დიდი იყო, ვიდრე ეს დღესაა. ძველი ბერძენი ისტორიკოსებიც აღნიშნავენ, რომ სვანებს შეუძლიათ ომიანობის პერიოდში 100 ათასი მეომარიც კი გამოიყვანონო და ძალიან ძლიერ ხალხად ახასიათებენ, რომლებსაც არ ჰყავთ ბატონი და თავად აქვთ გავლენა გარშემო მცხოვრებ ხალხებზე. შესაძლოა ასეთივე სიტუაცია იყო უფრო შორეულ წარსულშიც.

დაკრძალულთა შორის იყვნენ მესაქონლეებიც, რომელთაც ბრინჯაოს ნაკეთობანი ჰქონდათ ჩაყოლებული საფლავში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროტოქართველები იმ დროში მეტალურგიას ეწეოდნენ და ბევრად უფრო ადრეულ პერიოდშიც. სამკაულები და კერამიკული ნაკეთობებიც იბერო-კავკასიურია. ამ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე მტკვარ-არაქსის კულტურა (ძვ.წ. 3500-2000 წწ.) ჰყვაოდა, რომელსაც როგორც ჩანს ჩრდილოეთითაც ჰქონდა გავლენები, ყოველ შემთხვევაში, ეს აღმოჩენა ამაზე მეტყველებს, ხოლო უფრო ნათელ სურათს შემდგომი კვლევები და აღმოჩენები მოგვცემს. (წყარო N1; წყარო N2)



განაგრძეთ საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
956
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
956
  
15 იანვარი, 1:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1