x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
საქართველო - თაფლის სამშობლო

საქართველო - თაფლის სამშობლო


საქართველო არა მხოლოდ მეღვინეობის, არამედ მეფუტკრეობის სამშობლოცაა. ეს დამტკიცდა მას შემდეგ, რაც არქეოლოგებმა 2003 წელს საქართველოში, კერძოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ბორჯომის რაიონის სოფელ საკირესთან, კოდიანის მთის ძირში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე ყორღანი აღმოაჩინეს, რომელიც თარიღდება ძვ.წ. IV ათასწლეულის შუა ხანებით, ანუ დაახლოებით 5500 წლის არის და თარიღდება ძვ.წ. 35-ე საუკუნით. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა 2 კერამიკული ჭურჭელი, სადაც თაფლი იყო ჩასხმული. ეს თაფლი დაახლოებით 20 საუკუნით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე აღმოჩენილი უძველესი თაფლი, რომელიც ეგვიპტეში, ტუტანხამონის (მეფობდა ძვ.წ. 1347-1337 წწ.) სამარხში იყო ნაპოვნი.


სამარხი ნაწილობრივ გაძარცვული იყო და ამიტომ მიცვალებულის მცირე ნაშთები იქნა დადასტურებული. ამ ყორღანის აღმოჩენა მოხდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გაყვანის სამუშაოების დროს. 5500 წლის წინანდელ ყორღანში აღმოჩენილ თაფლის ორივე ჭურჭელს პალინოლოგიური კვლევები თბილისში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ლაბორატორიაში ჩაუტარდა და მკვლევარმა ელისო ყვავაძემ კვლევების შედეგად აღმოაჩინა, რომ ჭურჭელში ნამდვილად თაფლი იყო. ამასთანავე კვლევით დადგინდა, რომ აქ არის ის მრავალფეროვანი მცენარეული მტვერი, რომელიც ბორჯომში აღმოჩენილი ყორღანის შემოგარენში მცენარეებს გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, უკვე აღმოჩენიდან მეორე წელს, 2004 წელს გაკეთდა სრული ანგარიში და დაიდო დასკვნა, რომ საქართველოს დღემდე აღმოჩენილთა შორის უძველესი თაფლი აქვს - 20 საუკუნით უფრო ძველი, ვიდრე აქამდე უძველესად მიჩნეული ტუტანხამონის სამარხის თაფლი.


საქართველო - თაფლის სამშობლო



ზოგადად, თაფლი ისეთი პროდუქტია, რომ ადამიანის შექმნილი არ არის, ეს ფუტკრის მიერაა გამომუშავებული და რა თქმა უნდა მოიპოვება ბუნებაში ველური თაფლის სახით, მაგრამ აქ მეფუტკრეობაზეა საუბარი. არქეოლოგები თვლიან, რომ აღმოჩენილი სათაფლე ჭურჭელი მეფუტკრეობის უძველესი დადასტურებაა მსოფლიოში, ვინაიდან ნაპოვნია მტკიცებულება იმისა, რომ ეს არ არის ველური თაფლი და არის მეფუტკრის მიერ აღებული, ვინაიდან ნაპოვნია თაფლში ტანსაცმლის ბოჭკოები, რომელიც მეფუტკრის მიერ მოვლისას ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე თაფლში გარკვეული რაოდენობით. აღსანიშნავია, რომ დამარხვისას ჯერ რიტუალია შესრულებული და შემდეგომ ისეა გატანებული თაფლი.


ამ აღმოჩენას სამეცნიერო წრეებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან თაფლი, როგორც სამარხეული თანმხლები, ისე იყო ჭურჭელში. სამარხში აღმოჩენილი ნარჩენები ყოველთვის საინტერესოა, რადგან ამით დგინდება ადრე საგზალს რა ფორმით ატანდნენ და შესაბამისად როგორი ცხოვრების სტილი და ნირი იყო, რას მიირთმევდნენ, რას აწარმოებდნენ და ა.შ.


პროტოქართველი და ქართველი ხალხი მეფუტკრეობას ოდითგან მისდევდა, ისტორიამდელ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე. ფუტკარს ღვთაებრივ, წმინდა მწერად მიიჩნევდნენ და არსებობდა ფუტკრის კულტიც. უძველეს საქართველოში წელიწაში ერთი დღე ფუტკარს ეძღვნებოდა. დიდ დანაშალად ითვლებოდა ფუტკართან უდიერი მოპყრობა, უპატივცემულობა. საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლის შემდგომ კი ფუტკარს, როგორც ღვთაებრივ მწერს ტაძრებსაც სწირავდნენ. (იხ. წყარო: World's Oldest honey)





ასევე დაგაინტერესებთ:

1) 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

2) პირველი ევროპელები - Homo georgicus


განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


5
1508
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1508
  
2020, 16 დეკემბერი, 19:12
Georgia - the Homeland of beekeeping
Proto-Georgians were not only the first winemakers and tailors in the world, but they also were a pioneer beekeepers. After a thorough examination of some five-millennia-plus-old jars unearthed in Georgia in 2003, archeologists have declared that the artifacts contain the world’s oldest honey.
The honey stains found in the ceramic vessels, found 170 kilometers west of Tbilisi, in the Borjomi municipality, village Sakire, near the mountain, called Kodiani. This honey was made by bees that buzzed around in Georgia 5,500 years ago, in approx. 3500 BC - some 2,000 years older than the honey found in Egyptian Pharaoh Tutankhamen’s tomb, which had been considered the oldest before.
As in ancient Egypt, in ancient Georgia, honey was apparently packed for people's journeys into the afterlife. And more than one type, too along for the trip were linden, berry, and a meadow-flower variety.
The honey vessels, two human teeth and other artifacts were found in the tomb of an apparent female noblewoman, which was discovered in 2003 during the construction of the Baku-Tbilisi-Ceyhan oil pipeline.
It is also interesting, that the Georgian bees are the strongest species of the bees, even more resistant and long-stinger, than Brazilian species.
This is not the first time that archaeological excavations have placed Georgia or the South Caucasus on the world map. Early human skulls found in Georgia’s Dmanisi region have challenged beliefs on human evolution and migration.
2019, 1 იანვარი, 15:30
ასევე შენც ;) მრავალს დაესწარი ჯანმრთელად და ბედნიერად ყველა შენს საყვარელ ადამიანთან ერთად :-)
2019, 1 იანვარი, 15:17
ძან საინტერესო და კარგი სტატიები გაქვს,როცა დრო მაქვს ვკითხულობ ხოლმე.მრავალ ახალ წელს დაესწარი თორნიკე
2019, 1 იანვარი, 14:29
ქართული ფუტკარიც განსაკუთრებული ჯიშისაა. მსოფლიოში ყველაზე დიდი ნესტარი აქვს და ბევრად წარმატებით აგროვებს თაფლს სხვადასხვა ყვავილიდან და უფრო გამძლეცაა.
2019, 1 იანვარი, 14:28
მე როგორც ვიცი ჩხოროწყუს რაიონში,მუხურშია ყველაზე კარგი თაფლი და გერმანიაში ოქროს მედალიც აუღია,სად წავიკითხე უბრალოდ არ მახსოვს
0 1 5