"ჩემო ერთადერთო ჟოზეფინა, შენგან მოშორებულს მთელი სამყარო უდაბნოდ მეჩვენება, რომელშიც მე მარტო ვარ.შენ ჩემი სიყვარული დაიპყარი და უფრო მეტიც, შენ ჩემი ერთადერთი ფიქრი ხარ. როცა მომბეზრდებიან მოსაწყენი არსებანი, ადამიანები, რომ ჰქვიათ, როცა მზად ვარ სიცოცხლე დავწყევლო, - ხელს გულზე დავიდებ. იქ შენი ხატება მაქვს, ვუყურებ მას. სიყვარული ჩეთვის აბსოლიტური ბედნიერებაა....
2020, 29 თებერვალი, 18:03
ჭუჭყიანი საფეხურები
-ადექი, გათენდა! ბიჭმა დაძონძილი ზეწრიდან ძლივს დააღწია თავი. -შენი ძმაც წაიყვანე, თქვენი დანახვა არ მინდა! - უკვე მთვრალი იყო მამა. ბიჭმა ჩვრებში გახვეული პატარა ძმა გულში ჩაიკრა და ლასლასით წავიდა კარისაკენ. -იცოდე, ლიტრი არყისა და სიგარეტის ფული მაინც იშოვნე, თორემ ხომ იცი, რაც მოგივა?
...........
-ეჰ, საწყალი ბავშვები, დედამ მიატოვა, მამა კი...
2019, 16 დეკემბერი, 15:26
მთვარეს ვუყვები ამაღამ შენზე, როგორ მიყვარდი მთელი არსებით. დღეს განშორების მიზეზებს ვეძებ, ხელის გულებზე მეწვის ხაზები.
მოეფარები ნისლების წყებას, მე ღუზასავით ვეშვები შენში. დღეს ადვილია გადავიწყება, თითქოს ჯვარივით მკიდია ლეში...
არც უმიზეზო სიცოცხლე ვარგა, და ვერც ნაბიჯებს ვაჩქარებ ძალით. ჯერ ვერ შევძელი, რომ გითხრა, კარგად, მთელი ცხოვრება ვიქნებ...
2019, 16 დეკემბერი, 16:04
კი, რაღაც ყველაფერს პროვოკაციის სუნი ასდის:
ხომ იცოდა გაფრინდაშვილმა, რომ დააპატიმრებდნენ, რაღას გადადიოდა , , იმ მხარეს ?
ხომ იცოდა ტატუნაშვილმა, რომ მოკლავდნენ, რაღატომ გადაწყვიტა წასვლა?
ანწუხელიძემ ხომ იცოდა, რუსეთი რომ დიდია და მაგას ვერ მოერევი, რატომ არ დანებდა?
ზვიად გამსახურდიამ ხომ იცოდა, რომ მოკლავდნენ, რაღას ბრუნდებოდა სამშობლოში...
2019, 16 დეკემბერი, 19:51
|
|