x
image
ლურჯი თოლია
ქალაქი, რომელიც გამუდმებით იწვის

image

ეს არის პატარა, მიტოვებული ქალაქი პენსილვანიაში, სახელად ცენტრალია. 1749 წელს ის გამოისყიდეს ადგილობრივი მოსახლეობიდან 500 დოლარად, რადგან მიმდებარე ტერიტორია ჭირდებოდათ გზის გასაყვანად. ქალაქის მესამედი შეიძინა რობერტ მორისმა, თუმცა ის გაკოტრდა და საბოლოოდ მიწა დარჩა ბანკს.

1830-იან წლებში, რკინიგზის გაყვანის დროს, აღმოჩნდა რომ ქალაქი ფაქტიურად იდო ქვანახშირის მადანზე და 50-იან წლებში გაჩაღდა თხრა და მუშაობა. ცენტრალია გადაიქცა მაღაროელთა ქალაქად და პირველ მსოფლიო ომში ერთ-ერთი მთავარი ქვანახშრის მიმწოდებელი იყო.

თუმცა ეს ქალაქი ამით არ არის ცნობილი. 1960 იანი წლებისთვის ბევრი მაღარო უკვე დაცარუელებული იყო და ნაგავსაყრელად გამოიყენებოდა, ძველი მაღაროების კედლები და ჭერი სტაბილური არ იყო და წამდაუწუმ ინგრეოდა, ხოლო გაუმაძღარი ხელმძღვანელობა კი აძალებდა მუშებს არასტაბილური ქანები ენგრიათ, რაც უამრავ დასახიჩრებულ და დაღუპულ მუშას ნიშნავდა.

1962 წელს მთავრობამ გადაწყვიტა მაღაოების დახურვა და ნაგავსაყრელების დაწვა, რაც არ გამოდგა კარგი აზრი, რადგან ცეცხლი იმაზე ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე ეგონათ. გვირაბებში კარგი ვენტილაციის გამო მაღაროები ალში გაეხვა, რადგან ქვანახშირი ჯერ კიდევ ბევრი იყო. მთავრობა ცდილობდა ხანძრის ჩაქრობას მაგრამ უშედეგოდ. ცეცხლი გავრცელდა ჯერ კიდევ მოუპოვებელ მადანზეც.

ქალაქი მომწამვლელ ბოლში გაეხვა და რამდენიმე ათასი მოსახლიდან 7-ღა დარჩა. ბოლო მოსახლის უძრავი ქონება დაინგრა 2007 წელს, ხოლო ყველა დარჩენილ მოსახლეს 218.000 დოლარი კომპენსაცია მიცეს. 2017 წლამდე არწმუნებდა მთავრობა მოქალაქეებს, რომლებსაც ჯერ კიდევ ქონდათ რაიმე სახის ქონება, რომ საბოლოოდ უარი ეთქვათ მასზე, რადგან აქ დაბრუნება შეუძლებელია. ეს მიწა დღემდე იწვის და საკმაოდ საშიში სანახავია. ამ ქალაქის ისტორიის ინსპირაციით რამდენიმე საშინელებათა ფილმია გადაღებული.
imageimage

0
121
შეფასება არ არის
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0