საზოგადოება როგორ ეხმაურება ენ ჰეთეუეის "ფან ფეიჯი" ნუცა ბუზალაძის გამოსვლას American Idol-ში? - მსახიობის კომენტარი 2023, 25 აპრილი, 21:08 ოსკაროსანი მსახიობის ენ ჰეთეუეის "ფან ფეიჯი" ნუცა ბუზალაძის American Idol-ში მონაწილეობას სოციალურ ქსელში კომენტარით ეხმაურება: „ის ფენომენალურია. თქვენ მას უკვე ვერ იტანთ იმ საოცარი ხმისთვის, რომელიც ბევრ პროფესიონალ ადამიანს აოცებს. თქვენ მას ვერ იტანთ ცეკვისთვის სიმღერის დროს, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია და წარმოაჩენს ნიჭსა და სუნთქვის კონტროლს. თქვენ მას ვერ იტანთ მისი დუეტის პარტნიორის გამო, რომელიც შურით იყო სავსე და სცადა ნუცა ჟიურის წინაშე დაედანაშაულებია, მაგრამ თქვენ ძალიან გაღელვებთ ის ფაქტი, რომ ნუცა დასაძინებლად წავიდა, რადგან იფიქრა, რომ დღე დასრულებული იყო. თქვენ ვერ იტანთ მას თავისი წარმომავლობის, შეხედულებების, გამოცდილების და ბევრი რამის გამო. მე არ მადარდებს სხვების აზრი, ამ გოგოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ვარსკვლავი იყოს და ამ წამს ის სწორედ მიზნისკენ მიმავალ გზას ადგას. თუკი არაფერი სასიამოვნო არ გაქვთ სათქმელი, უბრალოდ თავი დაანებეთ და მიეცით საშუალება იყოს ბედნიერი იმისთვის, რასაც საკუთარი ძალებით მიაღწია, " - დაიწერა ენ ჰეთეუეის "ფან ფეიჯზე". ნუცა American Idol-ის Top 12 მონაწილეს შორისაა. 612 4-ს მოსწონს
|