საზოგადოება ვინ არის და როგორ გამოიყურება გიორგი ვარდოსანიძის 10 წლით უფროსი ცოლი? 2019, 25 ოქტომბერი, 17:51 მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეს საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. ის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქალბატონებში და მის კარიერასთან ერთად მისი პირადი ცხოვრებაც ყოველთვის ინტერესის ობიექტია. მსახიობმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ უკვე დაოჯახებულია. მისი მეუღლე იულია აირაპეტიანია. გოგონას მამა სომეხია, დედა - რუსი. იულია მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა, მოგვიანებით კი ავსტრალიაში, სიდნეიში ცხოვრობდა, საიდანაც ის საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად, როგორც გიორგი ამბობს, მის გამო. იულია და გიორგი უკვე სამი წელია ერთად არიან. წყვილი გასული წლის დეკემბერში დაინიშნა. შეგახსენებთ, გიორგი დაქორწინებული იყო მოცეკვავე სალომე ჭაჭუაზე. 1236 შეფასება არ არის
|