საზოგადოება მამა პეტრე - აუცილებლად წასაკითხი 2019, 16 დეკემბერი, 16:04
მთვარეს ვუყვები ამაღამ შენზე,
როგორ მიყვარდი მთელი არსებით. დღეს განშორების მიზეზებს ვეძებ, ხელის გულებზე მეწვის ხაზები.
მოეფარები ნისლების წყებას,
მე ღუზასავით ვეშვები შენში. დღეს ადვილია გადავიწყება, თითქოს ჯვარივით მკიდია ლეში... არც უმიზეზო სიცოცხლე ვარგა, და ვერც ნაბიჯებს ვაჩქარებ ძალით. ჯერ ვერ შევძელი, რომ გითხრა, კარგად, მთელი ცხოვრება ვიქნები ცალი!.. ........... სხვისი ლანძღვით და შეურაცხყოფით შენი რეიტინგი კი არ იწევს, შენს ქვეშ ექცევა და ცარიელი ამბიციების მსხვერპლი ხდები. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შინაგანად გოიმის, დაკომპლექსებულის, არშემდგარის, ჩამოუყალიბებელის, გაუნათლებლის, პროვინციულად მოაზროვნის უტყუარი ნიშანია... .............. თავისუფლება არ არის ის, აკეთო ყველაფერი, რაც გინდა... თავისუფლება ის არის, როცა შეგიძლია, აკონტროლო საკუთარი თავი და ემოციები... თუ ეს არ გამოგდის, მაშინ სისუსტეების მონა ხარ და ამაოდ ცდილობ, საკუთარ თავს და სხვებს დაუმტკიცო, რომ თავისუფალი ხარ... არა, უბრალოდ, გგონია, რომ თავისუფლებას მიაღწიე... ამ დროს, ჭაობში იძირები... არც სიხარული გაგაჩნია და არც მადლიერება... უმადური ადამიანი ვერასდროს მოიპოვებს შენაგან თავისუფლებას... უზნეობის კეთება კი, ცხოველებსაც გამოსდით. მაშინაც, როცა დაბმულები არიან!. 134 შეფასება არ არის
|