x
image
ლურჯი თოლია
5 ყველაზე ცნობილი ქალი ისტორიაში

image

5. ინდირა განდი - ინდოელი პოლიტიკოსი, ინდოეთის ეროვნული კონგრესის ცენტრალური ფიგურა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1966-1977 და 1980-1984 წლებში. ერთადერთი ქალი პრემიერ-მინისტრი ინდოეთში. ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის ჯავაჰარლალ ნერუს ქალიშვილი და შემდეგი პრემიერ-მინისტრის, რაჯივ განდის დედა.

4. ვიქტორია - დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ჰანოვერების დინასტიიდან 1837–1901 წლებში. მეფობდა 64 წელი. მის პერიოდში ინგლისმა მიაღწია უდიდეს წარმატებებს ინდუსტრიალურ განვითარებაში, ვაჭრობაში, ეკონომიკაში, ზღვაოსნობაში და იმპერიის გაფართოებაში. იგი გახდა სტაბილურობის და აყვავების სიმბოლო. ვიქტორია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

3. ჟანა დარკი - საფრანგეთის სახალხო გმირი, რომელიც ასწლიანი ომის (1337—1453) დროს 1429—1430 ხელმძღვანელობდა ფრანგი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ინგლისელთა წინააღმდეგ, დაიბადა გლეხის ოჯახში.

2. კლეოპატრა — ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი პტოლომეების მაკედონური დინასტიიდან. ცნობილი იყო რომაელი დიდი მხედართმთავრის მარკუს ანტონიუსისადმი სიყვარულით. სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რათა რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის ტყვე არ გამხდარიყო.

image

1. დედა ტერეზა - ალბანელი კათოლიკე მონაზონი, რომელმაც დააფუძნა ორგანიზაცია „ქველმოქმედების მისიონერები“ და 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. 40 წლის განმავლობაში თავი მიუძღვნა კალკუტის ღარიბთა, დავრდომილთა და ობოლთა მოვლას ინდოეთში. გარდაცვალების შემდეგ რომის პაპმა იოანე პავლე II-მ იგი ნეტარად შერაცხა, ხოლო 2016 წელს პაპმა ფრანცისკემ ის წმინდანად შერაცხა.

0
227
შეფასება არ არის
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0