x
image
ლურჯი თოლია
Mediator image
აქვთ თუ არა სკოლის მოსწავლეებს უფლება სკოლა გააცდინონ პროტესტის და აქციაზე დასწრების გამო?

image

საქართველოს კონსტიტუციითა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ბავშვები სარგებლობენ აზრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით. არასრულწლოვნებს უფლება აქვთ, იყვნენ ინფორმირებულნი და გამოხატონ საკუთარი აზრი, გააპროტესტონ და ჩართულნი იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-15 მუხლის და საქართველოს ბავშვთა უფლებების კოდექსის მუხლი 17-ის თანახმად ბავშვებს აქვთ მშვიდობიან შეკრება-მანიფესტაციაში მონაწილეობის უფლება.
ბავშვების მონაწილეობა მშვიდობიან აქციებში მნიშვნელოვანია მათი პიროვნული განვითარებისთვის, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობისა და ცვლილებების განხორციელებისათვის როგორც ეროვნულ ისე, გლობალურ დონეზე.
დაუშვებელია ბავშვების დადანაშაულება ამ უფლებით სარგებლობისას. სწორედ სახელმწიფოს ვალდებულებაა, შეუქმნას ბავშვებს გამოხატვისთვის უსაფრთხო გარემო.
0
49
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
Mediator image
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0