საზოგადოება რესტორან "რეტროს" მფლობელმა მიმტანი სცემა - რა ვიდეოს აქვეყნებს ყოფილი თანამშრომელი? 2023, 4 ივნისი, 21:06 ბათუმში, რესტორან "რეტროს" მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ მიმტანი ცემა - ამის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში რესტორნის უკვე ყოფილი მენეჯერი მარია ზოიძე ავრცელებს. ფიზიკურ შეურაცხყოფამდე კი მან თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხოფაც მიაყენა. როგორც მარია ზოიძე წერს, მან რესტორანი ცოტა ხნის წინ მას შემდეგ დატოვა. რაც თეიმურაზ ზოიძემ რესტორნის შუა დარბაზში, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართა.
უთანხმოების მიზეზი კი მეპატრონის პრორუსული განწყობაა, რასაც უკავშირდება რესტორანში რუსი თანამშრომლების დასაქმება, რომლებმაც არ იციან ქართული და ტოქსიკურ გარემოს უქმნიდნენ ქართველ თანამშრომლებს, მეპატრონე კი მათ უჭერდა მხარს. ზოიძის მტკიცებით ამ რესტორანში დიდი ხანია არ სუფევდა სამართლიანობა და ადამიანური მოპყრობა.
მარია ზოიძის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში და უკვე გამოძიებაც დაიწყო. 148 1-ს მოსწონს 1-ს არა
|