"რაც უფრო სწრაფად წავიკითხავთ თხა და გიგოს", მით მალე გავიგებთ, რა არის კარგი და რა ცუდი...
კარგია, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ხშირად ეუბნებიან გამარჯობა, ნახვამდის, გმადლობ, რა კარგად გამოიყურები, თუ შეიძლება, მიყვარხარ, მომწონხარ, უკაცრავად, მენატრები.
ბოღმა, აგრესია, ფარისევლობა, უპატივც...
შეყვარებულები სეირბობენ. ბოლოს დადგა დრო, რომ ვაჟმა უნდა გააცილოს სახლში.
-ფეხით წავიდეთ, უთხრა ვაჟმა.
-არა, ავტობუსი მირჩევნია, ძალიან დავიღალე.
ხან ლიმონათზე დაპატიჟა, ხან ნაყინი შესთავაზა, მაგრამ რა ქნას ვაჟმა, ხომ ვერ გაამხელს, რომ ავტობუსის ფული აღარ დარჩა.
-კარგი, წავიდეთ, - დაეთანხმა თავის ფიქრთამპყრობელს.
ავი...
"დე, ჩემში რას შეცვლიდი, რა მოგწონს ჩემს ხასიათში, როგორი გინდა ვიყო? არაფერს არ შევცვლიდი დე, შენ ყველაზე საყვარელი გოგო ხარ. ტკბილი, მშვიდი ხასიათი მომწონს შენი, თვალები, ყველაფერი ჯანმრთელი მინდა იყო, სკოლაში რომ კარგად ისწავლო" - ეს ლალი მოცრაძის და მისი 5 წლის შვილის დი...
2022, 14 დეკემბერი, 21:34
დაიმახსოვრე, როდესაც გტკივა
და როცა გრძნობა თავგასულია,
როცა თოვლია გარეთ მუხლამდე,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!
როცა ფიქრები შენ არ გეკუთვნის,
როცა აზრები გადართულია,
როცა ვერ ხედავ და გენატრება,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!
როცა მოყვასი უბედობისგან,
ცხოვრებისაგან დაჩაგრულია,
დაიმახსოვრე, როცა შეხედავ,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია...
ახლობელი მყავს, ერთი. ზეაქტიურია. ქმარი ჰყავს, ქვეაქტიური და მთელი ცხოვრება, იმის გააქტიურებაზე მუშაობს. ხან რას მოიგონებს, ხან რას.
ამ ბოლო დროს, გადმოიწერა, ტელეფონზე აპლიკაცია, აი, ნაბიჯებს რომ ითვლის, რა.
მთელი დღე რომ დაჭენაობ, ფოსტის ცხენივით და მერე, საღამოს, ზიხარ და ამოწმებ, 2793 ნაბიჯი გაქვს გავლილი, თუ, 3608.
...
|
|