x
image
თეონა გორდეზიანი
"მართლა გული მიწუხს, როცა უღირს არასწორ, ადამინისთვის შეუფერებელ, ულამაზო საქციელს ვხედავ" - რას წერს ზურა შევარდნაძე
კაცმა არ იცის რამდენი დავრჩით, 4 მილიონი, 3? რამდენი წასულია, ბევრს მხრები აუწყვია და მიდის.
მართლა გული მიწუხს, როცა უღირს არასწორ, ადამინისთვის შეუფერებელ, ულამაზო საქციელს ვხედავ.
კარგი ბატონო არაა ჩემს აზრზე, ეგება სულ არ ვეთანხმები და საერთოდ საპირისპირო პოზიცია მაქვს მაგრამ ასე გამეტებით ლანძღვა? მართლა მიუღებელია..
ის უღირსიც, ის არასწორად მომქცევიც ხომ ჩვენია? ისიც ხომ ამ სამ მილიონში შედის და ჩვენ გვეთვლება? ჩვენი ჭირი და საწუხარია ისიც. ჩვენია, ჩვენი!!!!
ოჯახში რომ გამოგვერევა უვარგისი მაშინ ხომ ასე არ ვიქცევით, მაშინ ხომ დავფარავთ, სხვის თვალს მოვარიდებთ მის უვარგისობას და ვცდილობთ ყველანაირად მივეშველოთ, მივხედოთ, მოვუაროთ. ქვეყნის შემთხვევაში ასეა რატომ არაა?
მტერს და მუდრეგს ხომ ვახარებთ იმით ასე რომ ვწიწკნით და ვგლეჯთ ერთმანეთს გამეტებით?
გარეთ გაზაფხულია, ეგება შაშვის გალობამ, თქვენს ეზოში, ფანჯარასთან აყვავებულმა ტყემლის ხემ, ჰაერში დატრიალებულმა მიწის სურნელმა ცოტა გამოგვაფხიზლოს. მოვინდომოთ რა, ცოტა მოვინდომოთ და ასე ნუ გავიმეტებთ თუნდაც საშინლად, არამისაღები, არასწორი, არამოსაწონი, ჩვენგან განსხვავებული აზრის ადამიანს. სხვა გზა, სხვა ხერხი და ფორმა მოვძებნოთ ემოციების გამოსახატავად და ერთმანეთთან საურთიერთოდ.
ჩემს დღეში არ გამოვსულვარ მსგავსი ტექსტებით მარა მართლა უსასველო გვჭირს. ვცდები განა?
ნეტა ვცდებოდე და მელანდებოდეს.
image
0
27
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0