x
image
თეონა გორდეზიანი
საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროს სინაგოგის შენობას გამოაცალეს საფუძველი...


ბოლო დღეებში სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია ბათუმის ძველი სინაგოგის სავალალო მდგომარეობის შესახებ.

დასაფასებელი და სამადლობელია ...დიდ პატივისცემასა და მადლიერებას იმსახურებს ყველა ის პირი და ორგანიზაცია ვინც გულთან ახლოს მიიტანა სინაგოგის საკითხი, ეს არც გასაკვირია რადგან, ასეთი თანადგომა საქართველოში ებრაელთა ცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ბუნებრივი გაგრძელებაა.

image

აღნიშნული საკითხის მნიშვნელობიდან და აქტუალობიდან გამომდინარე და საინტერესოა ინფორმაცია გაწეული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ამ საკითხთან დაკავშირებით.
გასაკვირი არ იქნებოდა ეს კითხვა ჩვენ ქართველ მეგობრებს და გულშემატკივრებს რომ დაესვათ მხოლოდ, თუმცა ნამდვილად გასაოცარია რომ ებრაელთა შორის არიან ადამიანები, რომლებსაც თურმე არ აქვთ ინფორმაცია ბათუმის ძველ სინაგოგასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ. არადა, ებრაელთა ყველა შეკრებაზე თუ დღესასწაულებზე ყოველთვის მიეწოდებათ ინფორმაცია ყველა აქტუალურ საკითხზე და მათ შორის უმნიშვნელოვანეს საკითხზე - ბათუმის სინაგოგაზე.

ასევე იყო მარტის თვეში, თბილისის დიდ სინაგოგაში ჩატარებულ ებრაელთა საერთო კრებაზეც, რომელსაც პირადად ესწრებოდა ბატონი იციკ მოშე, რომელმაც ეს საკითხი ტელევიზიით ისე წამოწია თითქოს ამ თემაზე არასდროს არავის არც უფიქრია და თითიც არ გაუნძრევია, რაც არაეთიკური და არასწორია.
საქმის რეალური ვითარება კი ასეთია : ბათუმის ძველი სინაგოგის მეზობლად საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროს სინაგოგის შენობას გამოაცალეს საფუძველი, რის გამოც მისი დიდი ნაწილი ჩამოინგრა, საქართველოს ებრაელთა კავშირმა ატეხა განგაში და დაუყოვნებლივ ჩაერთო სინაგოგის გადარჩენისათვის აუცილებელ ღონისძიებებში, დავუკავშირდით ყველა შესაბამის უწყებას რათა აღკვეთილიყო ვანდალური ქმედებები, ამისათვის პირველ რიგში გატარდა აუცილებელი ღონისძიებები სინაგოგის შენობის სახელმწიფო რეგისტრაციაში გასატარებლად და გარკვეული ტექნიკური თუ ფორმალური ღონისძიებების გატარების შემდეგ იგი გადმოეცა ებრაულ თემს. იურიდიული პროცედურების ჩატარების შემდეგ, აღმოჩნდა რომ სინაგოგის გვერდზე მდებარე მშენებარე კორპუსის ნაწილი გადმოსული იყო სინაგოგის ტერიტორიაზე და საჭიროებდა ახალი წითელი ხაზების დადგენას ისე, რომ არ დაზარალებულიყო ჩვენი თემისა და სინაგოგის ინტერესები.


ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური და საპროექტო საკითხების მოგვარება, რათა ამ ტერიტორიაზე აშენდეს ებრაული საკულტო საგანმანათებლო ცენტრი- “ებრაელთა სახლი“, სადაც სინაგოგასთან ერთად განთავსდება ებრაული რელიგიური წესების, ებრაული კულტურის, ებრაული ყოფის შემსწავლელი და განსამტკიცებელი წრეები. აღნიშნული დაწესებულება სასიკეთოდ წაადგება საქართველოს ებრაელთა და ასევე ბოლო ხანებში გაზრდილი ისრაელიდან ჩამოსული ტურისტული ჯგუფების ინტერესების გათვალისწინებას. ის იქნება საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების ადამიანებისა და ებრაელების დამაკავშირებელი კულტურული ცენტრი.

ამ მნიშვნელოვან საქმეს დასჭირდება თანხები, რომლის დიდი ნაწილი საქართველოს ებრაელთა კავშირს უკვე დარეზერვებული და განთავსებული აქვს სპეციალურად საბანკო ანგარიშზე ფორმულირებით “ბათუმის სინაგოგის სარეაბილიტაციოდ“, რადგანაც როგორც მოგახსენეთ ამ საკითხზე დიდი ხანია მიდის მუშაობა და ეს თემა ყველა ქართველმა ებრაელმა იცის.




0
53
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0