x
image
თეონა გორდეზიანი
თქვენ როგორ მოიქცეოდით მსგავს სიტუაციაში?
შეყვარებულები სეირბობენ. ბოლოს დადგა დრო, რომ ვაჟმა უნდა გააცილოს სახლში.


-ფეხით წავიდეთ, უთხრა ვაჟმა.


-არა, ავტობუსი მირჩევნია, ძალიან დავიღალე.


ხან ლიმონათზე დაპატიჟა, ხან ნაყინი შესთავაზა, მაგრამ რა ქნას ვაჟმა, ხომ ვერ გაამხელს, რომ ავტობუსის ფული აღარ დარჩა.



-კარგი, წავიდეთ, - დაეთანხმა თავის ფიქრთამპყრობელს.


ავიდნენ ავტობუსში. ვაჟი ფიქრობს როგორ დაიძვრინოს თავი უხერხული სიტუაციიდან . ცოტა ხანში გაჩერებას მიუახლოვდნენ, დრო აღარ ითმენს, გოგონა უნდა ჩავიდეს, ვაჟმა კი თავაზიანობა უნდა გამოიჩინოს და მასაც გადაუხადოს. ვაჟი პირველი მივიდა მძღოლთან, პერანგზე ღილი აიწყვიტა და ისე გაუწოდა გოგონას რომ არ დაენახა.


მძღოლმა შეხედა ვაჟს...შემდეგ ხურდაც კი დაუბრუნა და ღიმილით გააცილა მშვენიერი ქალ- ვაჟი.

image
















0
83
1-ს არ მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0