x
image
თეონა გორდეზიანი
რას ჰყვება ნაზუჩა ბალხამიშვილი მის წარსულზე და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატზე,სადაც ყველაზე მძიმე წლები გაატარა...
ნაზუჩა ბალხამიშვილი 18 წლის გოგონაა, რომელმაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წლები გაატარა. ის ახლა მამასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს და გოგი გვახარიას გადაცემაში "შვილი" ისაუბრა მის წარსულზე და პანსიონატში გატარებულ წლებზე.


იქიდან წამოსულები პანსიონატს თურმე ციხეს უწოდებენ...იქ შეღწევა საკმაოდ რთულია და თავის დროზე სახალხო დამცველიც არ გააკარეს იქაურობას. გახმაურდა ფაქტები ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ, ასევე მათზე ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ, თავიდან იყო შიში, მაგრამ შემდეგ ბავშვებიც ნელ -ნელა ალაპარაკდნენ.


ნაზუჩა იხსენებს რომ აღმრდელები მათ ცივად, გულგრილად და შეიძლება იტქვას სასტიკადაც ექცეოდნენ. ბავშვური სიცელქეების გამო ხშირად სჯიდნენ და ჰქონდათ დასჯის სხვადასხვა ხერხები. ღამის გათენება მუხლებზე დამდგარი, საკვების არ მიღება, წიგნის თავზე გადახევა უსწავლელობის გამო... ფიზიკურ ძალადობაზე მეტად მისთვის ფსიქოლოგიური ძალადობა უფრო რთული გადასატანი აღმოჩნდა, საუბარი ისეთ თემებზე რაც მისთვის მტკივნეული იყო.

image


ისინი პანსიონატიდან დადიოდნენ ნინოწმინდის საჯარო სკოლაში, გაკვეთილები ცვეულებრივ უტარდებოდათ და დავალებებიც ჩვეულბრივი ბავშვებივით ჰქონდათ. დადიოდნენ დედათა მონასტერშიც, სადაც თავს ძალიან კარგად გრძნობდა, მაგრამ უშუალოდ პანსიონატში მხოლოდ აღმზრდელები რჩებოდნენ და მათი დამოკიდებულების, დასჯის მეთოდების გამო ხშირად უტირია საწოლის ქვეშ, სადაც ხშირად უფრო კარგად და მშვიდად გრძნობდა თავს. მათ მიმართ გარკვეული წესების და ფსიქოლოგიური თუ ზიზიკური ძალადობის შესახებ ვერც სკოლაში, ვერც მოსულ სტუმრებს, ვერც არადეგებზე მამასთან წასული ვერავის უყვებოდა, რადგან განცდა ჰქონდა რომ პანსიონატში ამას მაინც გაიგებდნენ და დასჯიდნენ.


ის ახლა 18 წლისაა. მამასთან და ბებოსთან ცხოვრობს... უკვე შემდგარი და ძალიან ძლიერი პიროვნებაა. იცის რა უნდა და ცდილობს სწორად იაროს მიზნისკენ.









0
167
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0