x
image
თეონა გორდეზიანი
როგორია 2 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელმაც თაგვის წამალი შეჭამა და რას ჰყვება ახლობელი მომხდარზე

ბავშვის მდგომარეობა, რომელმაც თაგვის წამალი შეჭამა, დამაკმაყოფილებელია. შემთხვევა წუხელ, ხონში მოხდა. „პრაიმტაიმი“ ოჯახის ახლობელს ესაუბრა და დამატებით რამდენიმე დეტალი შეიტყო.

„ბავშვი ახლა კარგადაა. ხონში, ადგილზე პირველადი დახმარება ჩაუტარდა. შემდეგ ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა, საბოლოოდ, თბილისში წაიყვანეს. ყველანაირი დახმარება გაუწიეს და აახლა თავს კარგად გრძნობს.

ოჯახს, სახლში მღრღნელები გაუჩნდათ, დივნის ქვეშ თაგვის წამალი დადეს, სადაც ბავშვი შეძვრა. ამ დროს, დედა მეორე შვილს აჭმევდა. უცებ, შეამჩნია, რომ გოგონას წამლის ტაბლეტი პირში ჰქონდა და მაშინვე მიმართეს კლინიკას, “ - თქვა ოჯახის ახლობელმა.
imageწყარო: "პრაიმტაიმი"
0
129
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0