რელიგია როგორ გავზარდოთ და გავაფორმოთ სააღდგომო ჯეჯილი - ულამაზესი იდეები 2018, 26 მარტი, 10:34 ახლოვდება ქრისტიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული - ბრწყინვალე აღდგომა. საქართველოში ტრადიციულად აღდგომას სამი ძირითადი სიმბოლოთი ვეგებებით: წითელი კვერცხით, კულიჩითა (ე.წ. "პასკა") და ჯეჯილით. მწვანე ჯეჯილი სიმბოლოა ახალი ცხოვრებისა, რომელიც ჩვენ იესო ქრისტემ თავისი აღდგომით მოგვანიჭა. ჯეჯილს, როგორც წესი, ორი კვირით ადრე თესენ. ასე რომ, სწორედ დროა შეუდგეთ სამზადისს. სახლის პირობებში ჯეჯილის გაზრდის ზოგადი წესი ასეთია: გავრეცხოთ ხორბალი, დავასხათ შემთბარი წყალი და გავაჩეროთ მთელი ღამით. დილით წყალი გადავღვაროთ, ისევ გავრეცხოთ და დავასხათ ახალი წყალი და მეორე დილამდე დავტოვოთ თავდახურულ ჭურჭელში. მეორე დილით ლანგარზე (ან ნებისმიერ ჭურჭელზე, რომელზეც გვსურს ჯეჯილის გაზრდა) დავაფინოთ სველი ბამბა და გადავანაწილოთ ხორბალი. მოვათავსოთ ლანგარი თბილ და მზიან ადგილზე. წყალი ვაპკუროთ ყოველდღე, უმჯობესია სანამავით. დაახლოებით ათ დღეში ჩვენი ჯეჯილი ძალიან ლამაზად იქნება ამობიბინებული. ამის შემდეგ კი შეგვიძლია მწვანე ჯეჯილის გაფორმებას შევუდგეთ. მთავარი ელემენტი, რა თქმა უნდა სააღდგომოდ შეღებილი კვერცხები იქნება, დანარჩენი კი ჩვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ჯეჯილის გამოყენება შეგვიძლია სააღდგომოდ როგორც სუფრის, ასევე სახლის ინტერიერისა თუ საჩუქრების გასაფორმებლად. ქვემოთ წარმოგიდგენთ ჯეჯილის (და ჯეჯილით) გაფორმების საინტერესო იდეებს. დაბოლოს, ალბათ ყველაზე ლამაზი და ყველასათვის საყვარელი ვარიანტი: ასევე დაგაინტერესებთ: 1. სააღდგომო ჯეჯილის ახალი, ყველაზე ორიგინალური გაფორმება (+ინსტრუქცია) 2. იცით, სინამდვილეში რა არის საკმეველი და რა სამკურნალო თვისება აქვს? - უძველესი საიდუმლო 3. კვერცხის ბუნებრივი საღებავები საკვები პროდუქტებისგან - ყველაზე უსაფრთხო და მარტივი! 4. სააღდგომოდ კვერცხის გაფორმების 10 ორიგინალური და მარტივი მეთოდი (ფოტო და ვიდეო ინსტრუქციები) 5. ვინ იყო თამარ მეფის შვილიშვილი, რომელზეც ისლამურ სამყაროში ლეგენდებს თხზავდნენ... 6. როგორ ვაქციოთ პატარა აივანი კომფორტული დასვენების ადგილად - იდეები ყველასთვის 7. ხეხილის ჯუჯა ხეები ქოთანში - დაუჯერებელია, მაგრამ უკვე შესაძლებელი! 4758 9-ს მოსწონს
|