რელიგია რა საოცარი თვისება აქვს ბზას და რატომ არის იგი "ბზობის" სიმბოლო - ეს ბევრმა არ იცის! 2017, 6 აპრილი, 13:53 ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა. ეს არის ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს და მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის აღსანიშნავად იდღესასწაულება - როდესაც იესო ქრისტეს იერუსალიმში ხალხი პალმების რტოებით, ფეხქვეშ გაგებული სამოსითა და მადიდებელი შეძახილებით შეეგება. იმ ქრისტიანულ ქვეყნებში, სადაც პალმა არ ხარობს, ტრადიციის მიხედვით სადღესასწაულოდ ის მცენარე გამოიყენება, რომელიც გაზაფხულზე ამ დროს იქ ხარობს. საქართველოში ასეთ მცენარედ ბზის არჩევის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს: 1. კავკასიური ბზის მერქანი ცნობილია "კავკასიური პალმის" ან "პალმის ხის" სახელწოდებით, შესაბამისად, ახლოს დგას აღნიშნულ დღესასწაულთა ასოცირებულ ნამდვილ მცენარესთან 2. მსოფლიოში, იშვიათია მცენარე რომელიც არის ერთდროულად მარადმწვანე და ფოთლოვანი, ბზა კი ამ იშვიათ მცენარეთა შორის არის. აქედან გამომდინარე, გაზაფხულზე, როცა აღნიშნული დღესასწაული დგება, საქართველოში ის ერთადერთი ფოთლოვანი მცენარეა, რომელიც იმ დროს ხარობს. ბზობის სადღესასწაულო მსახურებაზე, მორწმუნეებს ხელთ უპყრიათ ბზის ტოტები ნიშნად იმისა, რომ თითოეული მათგანი შეუერთდეს იმ გუნდს, რომელიც სიყვარულისა და რწმენის გამოსახატავად გზაზე უფენდა უფალს საკუთარ სამოსსა და პალმის ტოტებს, ანუ თავიანთ რწმენას. წირვის შემდეგ ბზას აკურთხებენ. ერთი წლის განმავლობაში სახლში შენახული ბზა ამ დღეს სახლიდან გამოაქვთ, ეკლესიის ეზოში სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე ტოვებენ, ან "სუფთა" ადგილზე წვავენ. ახალი, ნაკურთხი ბზა კი სახლში მიაქვთ და ხატებისთვის გამოყოფილ კუთხეში ათავსებენ. შეიძლება ბევრისთვის უცნობი იყოს ის ფაქტი, რომ გარდა ქრისტიანული სიმბოლოს მნიშვნელობისა, ბზას სამკურნალო და მაგიური თვისებებიც აქვს. ბზის სამკურნალო თვისებები ბზის სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ბზა გამოიყენებოდა ხველის საწინააღმდეგო საშუალებად, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და ქროიკული ცხელების (მაგალითად, მალარიის) სამკურნალოდ. დღეისთვის ბზისგან დამზადებულ ჰომეოპათიურ პრეპარატებს იყენებენ ოფლმდენ, ცხელების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევ, ჭრილობის შემახორცებელ, სადეზინფექციო, ანტიბაქტერიულ, ნაღველმდენ, შარდმდენ და დამამშვიდებელ საშუალებებად. ბზის პრეპარატები ასევე წარმატებით გამოიყენება რევმატიზმის, პარაზიტული ინფექციებისა და სხვადასხვა ანთებითი დაავადებების დროს. ჰიპერტონიკები კი აღნიშნული მცენარისგან დამზადებულ პრეპარატებს იყენებენ მომატებული წნევის დასარეგულირებლად. კოსმეტიკაში ბზისგან დამზადებბული საშუალებები გამოიყენება თმის ცვენის, გამელოტებისა და სებორეას დროს. თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება სახლშიც ადვილად შეგვიძლია მოვამზადოთ: 50 გრ. ახალი ბზის ფოთლი დავაქუცმაცოთ, დავასხათ 500 მლ. 45%-იანი სპირტის ხსნარი (შეიძლება მისი ჩანაცვლება არაყით ან რომით). გავაჩეროთ ორი კვირის მანძილზე, შემდეგ გავწუროთ, დავამატოთ ნებისმეირ ნატურალური არომატიზატორი (როსზმარინი, ლავანდა). მიღებული სითხე ყოველდღურად შევიზილოთ თმაში. გაფრთხილება: სამურანლო თვისებების გარდა, ბზა შეიცავს განსაკუთრებით საშიშ მომწამვლელ ნივთიერებებს, რის გამოც იგი ერთ-ერთ ძლიერ ტოქსიკურ მცენარედ ითვლება. ამიტომ, ბზისგან დამზადებული პრეპატარები, მიუხედავად ეფექტუროისა, მაინც ძალიან დიდი სიფრთხილით გამოიყენება. ამგვარი პრეპარატების ჭარბი რაოდენობით მოხმარება მძიმე მოწამვლას იწვევს, რასაც შეიძლება თან სდევდეს დიარეა, ღებინება, კანის საფარისა და მკერდის უჯრედებზე ჰიპერემია, კრუნჩხვები, სუნთქვის გაჩერება. ცნობილია ფაქტებიც, როცა ბზის პრეპარატით მოწამვლა ლეტალური შედეგით დამთავრებულა. ბზის მაგიური თვისებები ბზა გამოიყენება ასევე თილისმანების დამზადებისთვის. ითვლება, რომ ბზის ტოტები კარგად იცავს "ბოროტი თვალისგან", შავი მაგიისგან, ენერგეტიკული ვამპირიზმისგან. ბალიშის ქვეშ ამოდებული ბზის ტოტები ადამიანს ცუდი სიზმრებისგანაც იცავს. ასევე ითვლება, რომ თუ ადამიანი გამუდმებით ატარებს ბზის ტოტს, ეს მას მჭერმეტყველების უნარს სძენს და უბედური შემთხვევებისგან იცავს. ადრე ბზის თილისმანები გამოიყენებოდა ჯადოქრების წინააღმდეგ "ჩაკეტვის" საშუალებად და იცავდა ადამიანს ბოროტი ჯადოსგან. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ჯეჯილის სასწაული თვისება - ეს აქამდე არავინ იცოდა! 2. რისგან შედგება სინამდვილეში საკმეველი და რატომ კურნავს დაავადებებს - კვლევამ საიდუმლოს ფარდა ახადა! 3. რატომ კურნავს ნაკურთხი წყალი - რა დაადასტურა სამეცნიერო კვლევებმა 4. რატომ აცხობენ ბარბარობის დღესასწაულზე ლობიანებს - ეს ბევრმა არ იცის! 5. რატომ იყო სტალინი ხატზე გამოსახული - ამბავი, რომელიც დიდხანს არავინ იცოდა 1. 8644 12-ს მოსწონს
|