x
image
natia.a
მამა გაბრიელის საფლავის მოსაწყობად 65 000 ლარის გამოყოფას საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოჰყვა

image
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, 2015 წლის 7 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, მამა გაბრიელის განსასვენებლისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 65 000 ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ ინფორმაცი საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნდა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია ეხმაურება.

"მოეწონებოდა ეს მამა გაბრიელს? მე გიპასუხებთ: გაგიჟდებოდა! შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს მამა გაბრიელი, ეთანხმებოდე ან არ ეთანხმებოდე, საღი გონებით ან ეგზალტირებული უყურებდე მის ცხოვრებას, მაგრამ ასკეტი ბერის საფლავის მოსაწყობად 65, 000 ლარის დახარჯვა? დაახლოებით იგივეა, პაციფისტის საფლავზე ტანკი რომ დადგა მემორიალად!

მართლმადიდებლური კაპიტალიზმი ინ ექშენ! კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველოს ოქროთი მოვარაყებულ და ჯიპზე ამხედრებულ ეკლესიაში (რომელიც ჩვენ დროში "აღორძინდა" :) ) ქრისტეს სიტყვისა და სულის ნასახიც აღარ არის!", - წერს გამსახურდია.



"საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ სამთავროს მონასტერში, ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლის და სალოსის წმინდა ცხედრის საბოლოო განსასვენებლის მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, "საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გამოუყოს 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ოქტომბერის № 2176 განკარგულებაში, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

0
663
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
663
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0