x
image
natia.a
კვერცხის ბუნებრივი საღებავები საკვები პროდუქტებისგან - ყველაზე უსაფრთხო და მარტივი!

image


დღეს უკვე ბევრი უარს ამბობს კვერცხის შესაღებად ხელოვნური საღებავების გამოყენებაზე, რაც სწორი არჩევანია. მით უმეტეს, რომ ნატურალური საღებავების მიღება საკვები პროდუქტებისგანაც შეიძლება. ამგვარი საღებავით შეღებილი კვერცხი, მართალია, არ იქნება კაშკაშა ფერის, სამაგიეროდ ტრადიციული და ოჯახური შესახედაობა ექნება. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ბუნებრივი პროდუქტებით შეღებილი კვერცხები არანაირ ზიანს არ მოუტანს თქვენს ჯანმრთელობას და შეღებვის პროცესი ბავშვებისთვისაც საინტერესო იქნება.

მაშ ასე, ვღებავთ კვერცხებს საკვები პროდუქტებით:

ყველა ქვემოჩამოთვლილი ფერის მისაღებად საწყისი პროცედურა ერთნაირია (გამონაკლისია მხოლოდ ვერცხლისფერი საღებავი)- ჯერ ვამზადებთ საღებავის ბაზას, შემდეგ კი ვამატებთ მასში საჭირო პროდუქტს.

ქვაბში ვასხამთ 1 ლ. წყალს, ვამატებთ 2 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარს, ვდებთ ცეცხლზე და მიგვყავს ადუღებამდე. მდუღარე ნარევში ვათავსებთ იმ პროდუქტს, რომელსაც ფერის მისაღებად ვირჩევთ და ვტოვებთ დაბალ ცეცხლზე 30 წთ. მიღებულ საღებავს ვაგრილებთ, ვწურავთ, მხოლოდ ამის შემდეგ ვათავსებთ მასში კვერცხებს.

ახლა კი იმ პროდუქტების შესახებ, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია აღნიშნული მეთოდით საღებავის მისაღებად:

ყვითელი ფერისთვის: ძირითად ნარევს დაამატეთ 3 ს.კ. კურკუკმა. ფრთხილად იყავით! კურკუმამ შეიძლება კანი შეგიღებოთ, ამიტომ უმჯობესია ხელთათმანები გამოიყენოთ.


ვარდისფერისთვის: დაამატეთ ნარევში 4 ჭიქა დაჭრილი ჭარხალი. კვერცხებს თავიდან უფრო ყავისფერი შეფერილობა ექნება, მაგრამ არ იღელვოთ, გაშრობის შემდეგ სასიამოვნო პასტელის ვარდისფერს მიიღებს.

ცისფერისთვის: ნარევში დაამატეთ 3 ჭიქა დაჭრილი წითელი/იისფერი კომბოსტო. თუ ამ ნაზავში კვერცხს 30 წუთით გააჩერებთ, იგი ლურჯი გახდება. თუ უფრო მუქი შეფერილობა გსურთ, დატოვეთ კვერცხები საღებავში მთელი ღამე, რა თქმა უნდა მაცივარში.

ნარინჯისფერისთვის: დაამატეთ 4 ჭიქა ხახვის ფურცელი. უფრო მკვეთრი ნარინჯისფერის მისაღებად ამ შემთხვევაშიც მთელი ღამე დატოვეთ კვერცხი საღებავში.

შედარებით განსხვავებული მეთოდი არსებობს ვერცხლისფერის მისაღებად: ჯამში ჩაასხით 2 ჭიქა წყალი და ამდენივე გაყინული მოცვი. გაათბეთ ეს ნარევი ოთახის ტემპერატურამდე, დასრისეთ ნაყოფი, ისევ გააჩერეთ ცოტა ხნით და შემდეგ გაწურეთ. ჩააწყვეთ მიღებულ საღებავში კვერცხები და მთელი ღამე დატოვეთ მაცივარში.

image








1
520
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
520
  
2016, 25 აპრილი, 11:36
საინტერესოა რათქმაუნდა, როგორც ყოველთვის
0 1 1