საზოგადოება როგორ ვაქციოთ პატარა აივანი კომფორტული დასვენების ადგილად - იდეები ყველასთვის 2017, 29 სექტემბერი, 10:24
როგორც წესი, ბინის შეძენისას უმეტესი ჩვენგანი აქცევს ყურადღებას აივანის არსებობა/არარსებობას. სამწუხაროდ, ბინების უმრავლესობას ძალიან მცირე ზომის აივანი აქვს და მფლობელებიც, დარწმუნებულნი იმაში, რომ ასეთ პატარა ფართობზე მნიშვნელოვანი რამის გაკეტება წარმოუდგენელია, აივანს უყურადღებოდ ტოვებენ. დიასახლისები კი მას მხოლოდ სარეცხის თოკებთან გასასვლელ ადგილად იყენებენ.
არადა რამდენი რამის გაკეთება შეიძლება, თუნდაც სულ მცირე ზომის აივანზე...
თუ ადამიანს საკმარისი ფანტაზია და ნებისყოფა აქვს, პაწაწუნა აივანზეც კი შეიძლება პატარა "სამოთხისა" და განტვირთვის ადგილის მოწყობა. ქვემოთ სწორედ ასეთი აივნის მოწყობის რამდენიმე იდეას გთავაზობთ.
პატარა აივნის ფართობი ძალიან შეზღუდულია, აიმტომ კარგი იქნება, თუ კედლებსაც გამოვიყენებთ - მაგალითად, შეგვიძლილა მათზე თაროების დამაგრება. ხოლო თუ კედლებს ფოტოებით მოვრთავთ, ინნტერიერი ნამდვილად დაუვიწყარო გახდება. სივრცის ეკონომიის მიზნით, ვიწრო აივანზე მოსახერხებელია გასაშლელ ავეჯს გამოყენება. ასე ზაფხულში შეგეძლებათ ახლობლებთან ერთად აივანზე ჩაი ან ყავა მიირთვათ, ზამთარში კი, როცა მაგიდა და სკამები უკვე აღარ დაგჭირდებათ, შეძლებთ აკეცოთ და შეინახოთ. თუ მცენარეების მოყვარული ხართ, შეგიძლიათ სულ პატარა ოაზისი მოიწყოთ. ამისთვის აივნის მოაჯირის და კედლების გამოყენებაც შეიძლება. კედლებისა და იატაკის ორგინალური გადაწყვეტა სულ პატარა აივანსაც კი სტილურ იერს მისცემს. ცისფერი კედელი და დაწნული ავეჯი ქალაურ ბინაში ზღვის განწყობას შემოიტანს. ვარდისფერი ავეჯი, ფარდები და ყვავილები პატარა აივანს ქალბატონების შეკრებისთვის სასიამოვნო ადგილად აქცევს. არც მანათობელი გირლანდისა და სანთლის გამოყენება იქნება ურიგო. გასაშლელი გაზონის გამოყენებაც არ არის ცუდი იდეა... კიდევ ერთი იდეა მცენარეების მოყვარულთათვის... პატარა აივანი იდეალური ადგილია სამუშაო სივრცის მოსაწყობად - მთავარია შესაბამისი მაგიდა და სკამი და სათანადო განათება. ნათელი და მკვეთრი ფერების გამოყენებით კი შეძლებთ აივანზე მუდამ საზაფხულო განწყობა გქონდეთ შექმნილი. ასეთ დივანზე ყავის ან გამაგრილებელი სასმელის მირთმევა ხომ ერთი სიამოვნება იქნება... ზოჯერ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნივთებმა შეიძლება ყველაზე ადვილად შექმნას ნამდვილი კომფორტის შეგრძნება... ეს კი ყველაზე ორიგინალური და უცნაური გადაწყვეტა: ასევე დაგაინტერესებთ: 1. როგორ ვაქციოთ "ხრუშოვკა" სასიამოვნო ბინად - იდეები 1 და 2 ოთახიანი ბინებისთვის 2. ასეთი რამ მალე ზამთარში ყველა სახლში საჭირო გახდება - აუცილებლად დაიმახსოვრეთ! 3. როგორ ავიცილოთ თავიდან ზამთარში ფანჯრების დაორთქვლა - ეს ყველამ უნდა იცოდეს! 4. როგორ გადავიყვანოთ მეტალოპლასტმასის ფანჯრები ზამთრის რეჟიმზე - 2 რამ, რასაც მონტაჟის დროს 5. თუ თქვენ ძალიან პატარა სამზარეულო გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 6. როგორ ავიცილოთ თავიდან მილებზე წყლის წვეთების წარმოქმნა - ეს უნდა იცოდეთ! 7. რატომ არის ზოგიერთ ბინაში ფანჯარა სამზარეულოსა და ტუალეტს შორის - ეს უნდა იცოდეთ! 1641 11-ს მოსწონს
|