სხვა ასეთი რამ მალე ზამთარში ყველა სახლში საჭირო გახდება - აუცილებლად დაიმახსოვრეთ! 2017, 11 თებერვალი, 15:34
დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ამონტაჟებს სახლში ცენტრალურ გათბობას, რასაც შედეგად მოსდევს შენობაში ჰაერის გამოშრობა. ბევრი გრძნობს, რომ სუნთქვა უჭირთ. მშრალი ჰაერი აზიანებს ოთახის მცენარეებსაც, რომლებსაც ტენიანი ნიადაგი სჭირდება. განსაკუთრებული პრობლემები კი ექმნებათ მათ, ვისაც ბავშვები ჰყავთ - ვირუსული დაავადებების დროს ხომ აუცილებელია გრილი, საკმარისად ტენიანი და სუფთა ჰაერი.
ასე რომ, თუ ჰაერის დამატენიანებელი არ შეგიძენიათ, ამის გაკეთება სახლში თავადაც მარტივად შეგიძლიათ. დაგჭირდებათ: პლასტმასის ბოთლი; წებოვანი ლენტი (სკოჩი); ქსოვილის ლენტი; მარლა; წყალი. ინსტრუქცია: 1. პლასტმასის ბოთლზე დაახლოებით 5 х 10 სმ-ის ჭრილი გააკეთეთ. 2. გამათბობლის რადიატორზე ქსოვილის ლენტებით ჩამოკიდეთ ბოთლი, ჭრილით მაღლა. 3. დაამაგრეთ ლენტები ბოთლზე წებოვანი ლენტით (სკოჩით), რათა ბოთლმა არ იმოძრაოს. 4. დაკეცეთ მარლა რამდენიმე ფენად ისე, რომ გამოგივდეთ 10 სმ სიგანის და 1 მეტრი სიგრძის მართკუთხედი. 5. ფითილის ერთი ბოლო ჩაუშვით ბოთლის ჭრილში, დანარჩენი კი შემოახვიეთ რადიატორის ცხელ მილზე. უმჯობესია გააკეთოთ ორი ამგვარი ფითილი. 6. ჩაასხით ბოთლში წყალი (მაგალითად, მეორე ბოთლით). სულ ესაა, მოწყობილობა დაყენებულია და მზადაა სამუშაოდ. შენიშვნა: 1. თვალყური ადევნეთ იმას, რომ ბოთლში გამუდმებით იყოს წყალი. 2. ტენიანობის ინტენსიურობა არეგულირეთ ბოთლის აწევითა და დაწევით. 3. დარწმუნდით, რომ ფითილი წყალზე დაბლა არ არის ჩამოწეული, წინააღმდეგ შემთხვევაში იატაკზე წვეთვას დაიწყებს. ამგვარ დამატენიანებელს რამდენიმე უპირატესობა აქვს: იგი არ მოითხოვს მატერიალურ დანახარჯებს, ადვილად კეთდება და ადვილადვე შეიძლება მისი გამოცვლა. ასევე გამოგადგებათ: 1. როგორ ავიცილოთ თავიდან მილებზე წყლის წვეთების წარმოქმნა - ეს უნდა იცოდეთ! 2. ამ მეთოდით ზამთარში გათბობაზე საგრძნობლად დაზოგავთ ფულს - გაითვალისწინეთ! 3. როგორ ავიცილოთ თავიდან ზამთარში ფანჯრების დაორთქვლა - ეს ყველამ უნდა იცოდეს! 4. თუ თქვენ მაღალ სართულზე ცხოვრობთ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! - ექიმების მოულოდნელი დასკვნა 5. რა ხდება, როცა სველი თმით ვწვებით - ექიმები გვაფრთხილებენ, ეს ყველამ უნდა იცოდეს! 10048 3-ს მოსწონს
|