x
image
natia.a
როგორ ავიცილოთ თავიდან ზამთარში ფანჯრების დაორთქვლა - ეს ყველამ უნდა იცოდეს!
image


ზამთრის სიცივეების დადგომასთან ერთად მეტალოპლასტმასის ფანჯრების მფლობელებს ახალი თავსატეხი უჩნებათ - ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ ამ ტიპის ფანჯრები ადვილად იორთქლება, განსაკუთრებით სამზარეულოში. ამის მიზეზი შეიძლება იყოს შენობაში არსებული მაღალი ტენიანობა, სითბოს ცუდი ცირკულაცია და თავად მეტალოპლასტმასის ფურნიტურის არასწორი მონტაჟი. თუმცა, მიზეზების მიუხედავად, აღნიშნული სიტუაციისგან თავის დაღწევის რამდენიმე ხერხი მაინც არსებობს. სწორედ ამ ხერხებზე გესაუბრებით ქვემოთ.


image


იმისათვის, რომ ოთახში ფანჯრების დაორთქვლა არ მოხდეს, საჭიროა:



- მოვაშოროთ ოთახიდან, ან მხოლოდ ფანჯრების სიახლოვიდან, ოთახის მცენარეები;

- გავზარდოთ რადიატორის სექციების რაოდენობა ან გამათბობლის ტემპერატურა;

- შევამციროთ ფანჯრის რაფის სიგანე;

- რაფის ქვეშ დავამონტაჟოთ სავენტილაციო;

- დავთბილოთ სახლის კედლები გარედან;

- ხშირად გავანიავოთ ოთახი, ან ჩავრთოთ გამუდმებული მიკროგანიავების რეჟიმი.


image
თუმცა არსებობს ფანჯრების დაორთქვლის თავიდან აცილების ხალხური მეთოდებიც, რომლებიც არანაკლებ ეფექტურია:



დაორთქვლის თავიდან აცილების ყველაზე პოპულარული მეთოდია სანთლის დანთება. რამდენიმე ანთებული სანთელი იდება ფანჯარასთან ახლოს. მთელი დღის მანძილზე სანთელი ათბობს მინას და მასზე კონდენსატი აღარ წარმოიქმნება. ამასთან, წვის დროს გამოიყოფა ნახშირორჟანგი, რაც მცენარეებს განსაკუთრებით უყვართ და, შესაბამისად, არც მათი მოშორება დაგჭირდებათ. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ სანთელთან ახლოს არ უნდა იყოს ფარდა ან სხვა ისეთი საგანი, რომლის აალებაც შეიძლება!


ფანჯრების დაორთქვლის თავიდან აცილების კარგი ხერხია ასევე მათი სწორი გაწმენდა ალკოჰოლური გაუცხიმოვანებით.


- ჯერ ფანჯარას წმენდენ საპნით ან ჭურჭლის სარეცხი საშუალებით;

- ამშრალებენ მშრალი ნაჭრით;

- ღრუბელზე ასხამენ სპირტს და მისი საშუალებით წმენდენ ფანჯრის მთელ ზედაპირს

- ელოდებიან, სანამ ზედაპირი თავად არ გაშრება.

შედეგად იღებენ გაუცხიმოვანებულ მინას, რომელზეც კონდენსატი დიდხანს ვერ გაჩერდება.

image


დაორთქვლისგან დაცვა შეუძლია ასევე მარილიან ხსნარს: იგი დააქვთ წინასწარ გაწმენდილ ფანჯარაზე. ხსნარის მოსამზადებლად საჭიროა 1 ს.კ (კოვზი არ უნდა იყოს ზედმეტად გადავსებული) მარილი და 4 ლ. წყალი. თუ გაშრობის შემდეგ მინაზე გაჩნდა თეთრი ხაზები, ესე იგი ხსნარში მარილის კონცენტრაცია ზედმეტი იყო და საჭირო იქნება პროცედურის გამეორება უფრო სუსტი ხსნარით. მარილი ეფექტურად დაიცავს ფანჯრებს ყინულის წარმოქმნისგანაც.


ეფექტურია ასევე გლიცერინისა და სპირტის ხსნარი:

შევურიოთ 10 წილი სპირტი 1 წილ გლიცერინში; დავიტანოთ მიღებული ხსნარი გაწმენდილ ფანჯარაზე. სპირტი სწრაფად აორთქლედება, გლიცერინი კი მინაზე დარჩება დამცავი საფარის სახით და ხელს შეუშლის ტენის წარმოქმნას.


გაითვალისწინეთ ასევე ისიც, რომ მეტალოპლასტმასის ფანჯრებს აქვთ ე.წ. ზაფხულის და ზამთრის რეჟიმი, რაც ბევრმა არ იცის. მიჰყევით ბმულს და გაიგეთ თუ როგორ შეგიძლიათ ფანჯრების ზამთრის რეჟიმზე გადაყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორ გავწმინდოთ მანქანის გაყინული მინა - უმარტივესი მეთოდი მძღოლებისთვისimage

2 ამ მეთოდით ზამთარში გათბობაზე საგრძნობლად დაზოგავთ ფულს - გაითვალისწინეთ!

image

3.როგორ დავიცვათ სიცივეში მანქანის მინები დაორთქვლისგან - 7 უმარტივესი ხერხი

image

4. თუ თქვენ მაღალ სართულზე ცხოვრობთ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! - ექიმების მოულოდნელი დასკვნა

image

5. როგორ დავზოგოთ ბენზინი - ეს ხერხები ბევრმა მძღოლმა არ იცის!

image




0
17721
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
17721
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0