სხვა როგორ გამოვიყენოთ ვიწრო კორიდორი - იდეები პატარა ბინებისთვის 2017, 2 დეკემბერი, 17:11
ძალიან ხშირად, ბინებში არსებული ვიწრო შესასვლელი კორიდორი უფუნქციოდ არის ხოლმე დატოვებული და რეალურად გამოუყენებელ ადგილად ითვლება. ეს დიდი შეცდომაა, განსაკუთრებით მცირე ფართობის მქონე ბინებისთვის, რომლებშიც თითოეული კვადრატული მეტრი ზუსტად გათვლილი უნდა იყოს.
შესასვლელ კორიდორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ მხრივაც, რომ სტუმარს სწორედ ამ ადგილით ექმნება პირველი შთაბეჭდილება სახლზე და მის მფლობელებზე. ამიტომ, შესასვლელის დიზაინი მაქსიმალურად ლამაზი, ამავდროულად კომფორტული და ფუნქციური უნდა იყოს.
კორიდორში, როგორც წესი, შეიძლება დაიდგას ტუმბო, კუპეს ტიპის კარადა, თაროები, საკიდი, კომოდი და პუფი. თუმცა ამ ადგილის ზედმატად გადატვირთვა მომგებიანი ვერ იქნება.
ვიზუალური ეფექტის შესაქმნელად ყველაზე მარტივი საშუალება დიდი ზომის სარკეების გამოყენებაა, რომლებიც დამატებითი სივრცის შთაბეჭდილებას შექმნის, სარკეებთან ერთად დიდი ზომის ფოტო პლაკატების გამოყენება კი პატარა ბინას საგრძნობლად გაახალისებს. ასევე კარგი იდეაა კედლებში ჩაშენებული ან დაფარული ავეჯის გამოყენება, რაც კორიდორს უფრო ფუნქციურსა და კომფორტულს გახდის. "სლაიდერის" ტიპის კარის მქონე კარადა განსაკუთრებით პოპულარულია მცირე ზომის ბინებში. ამგვარი ავეჯი საშუალებას იძლევა ადგილის საგრძნობი ეკონომია მოხდეს და ამავდროულად მაქსიმალურად ფუნქციური იყოს. თუ ამ ტიპის კარადას ფასადი შუშის ან სარკის ექნება, ამით ადგილის ვიზულურად გაზრდასაც შეძლებთ. ამას გარდა, შეიძლება დიდი ზომის პრინტების მქონე ფასადიც გამოიყენოთ, რაც ოთახს კიდევ უფრო გაალამაზებს. ბოლო დროს განსაკუთრებით მოდაში შემოვიდა მოდულირებადი ავეჯი - მზა ელემენტები ცალ-ცალკე იყიდება და შემდეგ სურვილისამებრ განლაგდება. ამგვარად იქმნება ვიზუალური მინიმალიზმი და მაქსიმალური ფუნქციონალიზმი. დამატებითი სათავსოს მისაღებად კარგი ვარიანტია ასევე ე.წ. ანტრესოლი - მცირე ზომის კარადა, რომელსაც სასურველ ადგილზე, უმეტესწილად კედლის ზედა ნაწილზე ამონტაჟებენ. თუ სახლში ბევრი ხალხია, კორიდორში ძალიან საჭირო სათავსო იქნება ფეხსაცმლის შესანახი უჯრები.
თითქმის წარმოუდგენელია კორიდორი საკიდის გარეშე. ამ ელემენტის უამრავი ვარიანტი არსებობს როგორც ფუნქციონალობის, ასევე დიზაინის მხრივ. მნიშვნელოვანია, რომ კორიდორი არ იყოს გადატვირთული ავეჯით - მასში ადამიანმა თავისუფლად უნდა გაიაროს. თუ სივრცე ძალიან ვიწროა, უმჯობესია უარი თქვათ კუპის ტიპის კარადის განთავსებაზე - მას წარმატებთ შეცვლის საკიდი, მცირე ზომის ტუმბო ან ფეხსაცმლის შესანახი და სარკე. იდეალურია, თუ კორიდორში აშენებისას დატოვებულია ნიშა, რომელშიც ჩასადგმელი კარადის განთავსებას შეძლებთ. შეიძლება ასევე შესასვლელი ბიბლიოთეკადაც იქნას გამოყენებული - იდეა შედარებით ახალია, მაგრამ სულ უფრო მეტად გამოყენებადი. ხელსაყრელია ასევე კორიდორში ფოტოების ან ნახატებბის განთავსება, რაც ძალიან ახალისებს შესასვლელს. მცირე ზომის ოთახის გასანათებლად უმჯობესია უარი ვთქვათ დიდ ჭაღზე და ავირჩიოთ რამდენიმე (არა დიდი რაოდენობით!) პატარა შეკიდული სანათი ან კედლის ბრა, რომლებსაც სარკის გვერდებზე ან მის პირდაპირ განვათავსებთ, რაც ოთახს უფრო მეტ სინათლეს შესძენს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. როგორ მოვაწყოთ კარადები კარის ირგვლივ - ადგილის დაზოგვის ეფექტური იდეები 2. როგორ ავარჩიოთ ნამდვილი ბრილიანტის ბეჭედი და რას ნიშნავს ოქროს სინჯი - ნუ მოტყუვდებით! 3. იდეები ორსართულიანი საწოლისთვის - სივრცის დაზოგვის ყველაზე ეფექტური ხერხი 4. როგორ მოვაწყოთ კარადები ფანჯრის ირგვლივ - ადგილის დაზოგვის ეფექტური იდეები 5. მარტივი საშუალება, რომელიც ავეჯს დამტვერვისგან დიდი ხნით დაიცავს - გამოსცადეთ! 6. როგორ ვაქციოთ "ხრუშოვკის" სამზარეულო კომფორტულ ადგილად - იდეები 1 და 2- ოთახიანი ბინებისთვის 7. დეტალი, რომელიც სტილურ გარეგნობას უგემოვნოდ აქცევს - როგორ შევარჩიოთ სწორად ფეხსაცმლის ფერი 6958 6-ს მოსწონს
|