სხვა იდეები ორსართულიანი საწოლისთვის - სივრცის დაზოგვის ყველაზე ეფექტური ხერხი 2017, 7 ნოემბერი, 9:22
ორსართულიანი საწოლი თანამედროვე ცხოვრებაში განსაკუთრებით პოპულარული ხდება. მას ძირიტადად ადგილის დაზოგვის მიზნით იყენებენ, მეტწილად ბავშვებისთვის, თუმცა ხშირად მოზრდილებიც არანაკლებ კომფორტულად თავსდებიან. თუმცა საწოლის ამ ძალიან პრაქტიკული, ეკონომიური და ჭკვიანური მოდელის ფუნქცია მხოლოდ ადგილის გამოთავისფლებით არ შემოიფარგლება. ქვემოთ ვისაუბრებთ ორსართულიანი საწოლის არჩევის კრიტერიუმებზე, გამოყენების ხერხებსა და დიზაინის თანამედროვე ტენდენციებზე. ამასთან, შემოგთავაზებთ საინტერესო მოდელების ფოტოებს.
ორსართულიანი საწოლის არჩევის კრიტერიუმები: ორსართულიანი საწოლები ძირითადად ბავშვებისთვის გამოიყენება, ამიტომ დიზაინისა და კომპატურობის გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს კომფორტულობასა და უსაფრთხოებას. ორსართულიანი საწოლი უნდა იყოს:
აღნიშნული ტრადიციული მოდელის უნივერსალურ მასალად ითვლება მასიური ხე და მერქნისავე ფაქურა, რომელიც ადვილად ჯდება ყველა ფერის დიზაინში. ამასთან, ხეს განსაკუთრებული სიმყუდროვე და სითბო შემოქვს ოთახში. რაც მთავარია, იგი ბუნებრივი მასალაა და არანაირ საფრთხეს არ შეიცავს. ორსართულიანი საწოლის ტრადიციული ვარიანტის მეორე ვერსიას წარმოადგენს თეთრი შეფერილობა. ეს არის ნეიტრალური დიზაინი, რომელიც ოთახის დიზაინში შესანიშნავად შეასრულებს არა აქცენტის, რამედ ფონის როლს. თეთრისგან განსხვავებით, მკვეთრი შეფერილობს საწოლი აქცენტირების შესანიშნავი ელემენტი შეიძლება გახდეს ღია ფერის კედლების ფონზე. ამგვარი ვარიანტი განსაკუთრებით მოსწონთ ბავშვებს. ხშირად საძინებელში, რომელიც ორი ან მეტი ბავშვისთვის არის გათვლილი, არასაკმარისი ადგილი რჩება სათავსოებისთვის. ამიტომ სულ უფრო პოპულარული ხდება უჯრებიანი ორსართულიანი საწოლი. სათავსოების განლაგება შეიძლება არა მხოლოდ საქოლის ქვეშ, რამედ კიბის ქვეშაც. ზოგჯერ უჯრები ზედა საწოლის ქვეშაც კი შეიძლება იყოს განთავსებული... ორსაქრთულიანი საწოლის მეორე მოდელს წარმოადგენს დაბლა ორსაწოლიანი, მაღლა კი ერთსაწოლიანი კონსტრუქცია. ასეთი მოდელი, ცხადია, მეტ ადგილს იკავებს, მაგრამ სამი ადამიანის განთავსების საშუალებას იძლევა. ზედა და ქვედა იარუსების განლაგება შეიძლება როგორც პარალელურად, ასევე პერპენდიკულარულად. თუ საბავშვო ოთახში საკმარისი ადგილია, ორსართულიანი საწოლი შეიძლება სასრიალოთიც აღიჭურვოს, რაც მას სათამაშო კომპლექსად აქცევს. თუ ქვედა საწოლი ძალიან პატარა ბავშვისთვის არის განკუთვნილი, შეიძლება უფეხო ვარიანტის გამოყენება, თუმცა სპეციალისტები რეკომენდაციას მაინც ოდნავ ამაღლებულ საწოლს უწევენ. განსხვავებულ მოდელს წარმოადგენს ე.წ. დაკიდებული საწოლები, რომლებსაც ფეხები არ გააჩნია. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია დასუფთავების თვალსაზრისით. ამგვარი კონსტრუქცია განსაკუთრებულ სიმყარეს და სქელ კედლებს მოითხოვს. შესაძლოა ჩამოკიდებული იყოს მხოლოდ ერთი - ქვედა ან ზედა იარუსი. ზედა იარუსი შეიძლება არა მხოლოდ კედელზე, არამედ ჭერზეც იყოს მიმაგრებული... ყველაზე ხსირად ორსართულიანი საწოლები მასიური ხისგან ან "ემდეეფისგან" მზადდება, თუმცა შესაძლოა მეტალის ელემენტებსაც შეიცავდეს, ძირითადად დეკორატიული მიზნით. საინტერესო გადაწყვეტილებას წარმოადგენს ჩაშენებული ორსართულიანი საწოლი. იგი განსაკუთრებით ხელსაყრელია ადგილის დასაზოგად. უფრო ხშირად ამგვარი კონსტრუქციები წარმოადგენს მთელ კომპლექსს, რომელშიც საწოლის გარდა შედის სხვადასხვა ტიპის სათავსოები და მაგიდაც კი. ყოველი ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვისთვის აუცილებელია ადგილი, სადაც შეეძლება განმარტოება. ამგვარი პროვატული სივრცის შესაქმნელად საინტერესო იდეაა ორსართულიანი სახლის სტილში შესრულებული, კედლებით შემოსაზღვრული საწოლი. განმარტოების ზონის შესაქმნელად საწოლის ფარდებით აღჭურვაც საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს. ბავშვის ფანტაზიის გასავითარებლად საინტერესოა თემატურად გადაწყვეტილი ორსატღულიანი საწოლი. ეს პატარასთავის არა მხოლოდ დასასვენებელი და დასაძინებელი ადგილი იქნება, არამედ წარმოსახვის გავარჯიშებაშიც დაეხმარება. თუ ოთახში საკმარისი ადგილია, ორსართულიანი საწოლით შეიძლება სხვადასხვა ფუნქციური ზონების გამოყოფა... ორსართულიანი საწოლი ხელსაყრელია ასევე სტუმრების განსათავსებლად. მისაღებ ოთახში განთავსებული ამგვარი საწოლს ყოველდღიურად დივნად გამოყენება შეიძლება. ასევე შესაძლოა მისი დაფარვა კარადის კარით ან ფარდებით. ასევე დაგაინტერესებთ: როგორ მოვაწყოთ კარადები ფანჯრის ირგვლივ - ადგილის დაზოგვის ეფექტური იდეები იცით ჭიქის სწორად დაჭერა? - მარტივი წესები, რომლებიც ბევრისთვის უცნობია როგორ ვაქციოთ "ხრუშოვკის" სამზარეულო კომფორტულ ადგილად - იდეები 1 და 2- ოთახიანი ბინებისთვის როგორ გამოვიყენოთ ფანჯრის რაფა პატარა ბინის დიზაინში - ულამაზესი იდეები 10 საგანი, რომელსაც სახლში წარუმატებლობა მოაქვს - მოიშორეთ ისინი! რატომ არის საშიში "ემდეეფის" ავეჯი და როგორ ავირიდოთ საფრთხე - დაიმახსოვრეთ ეს მოქმედებები! ოთახის მცენარეები, რომლებსაც სახლში წარმატება და ჯანმრთელობა შემოაქვთ - გაითვალისწინეთ! 1890 5-ს მოსწონს
|