x
image
natia.a
როგორ ვაქციოთ "ხრუშოვკის" სამზარეულო კომფორტულ ადგილად - იდეები 1 და 2- ოთახიანი ბინებისთვის
image


სამზარეულო ე.წ "ხროშოვკაში" სულ რაღაც 5-6 კვ.მ-ს იკავებს, თან ჭერიც ძალიან დაბალია და აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდ ტავსატეხს წარმოადგენს მისი ისე დაგეგმა, რომ მოტავსდეს ყველაფერი, რაც თანამედროვე სამზარეულოში ადამიანს სჭირდება.


თუმცა შეეუძლებელი არაფერია, მთავარია დავიცვათ რამდენიმე რეკომენდაცია:


1. ოქროს წესი ამგვარი მცირე ზომის სამზარეულოს მოწყობისთვის არის ყველა უსარგებლო ნივთის გატანა და ადგილის მაქსიმალურად გათავისუფლება.


2. ყველა ზედაპირი უნდა იყოს მუშა, იქნება ეს ფანჯრის რაფა თუ კომოდის ზედაპირი.


4. კარგი იქნება, თუ კარს საერთოდ მოვშლით - იგი უსარგებლოდ ხარჯავს ძვირფას ადგილს, თან, როგორც წესი, სულ ღიაა. თუ მაინც გვინდა კარის დატოვება, შეიძლება გამოვიყენოთ ე.წ. "სლაიდერი" კონსტრუქცია.


5. ამგვარი პატარა სამზარეულოსთვის ძალიან მოსახერხებელია მრავალფუნქციური ავეჯი, მაგალითად, კარადა, რომელიც მაგიდად ან დივანად გარდაიქმნება.


6. მოსახერხებელია ასევე ასაკეცი ავეჯი, რომელიც ძალიან ცოტა ადგილს იკავებს.

7. სამზარეულოს ტექნიკის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ჩასაშენებელ მოწყობილობებს - ეს ადგილის დაზოგვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.


8. მოერიდეთ გამოკვეთილი ფორმის ავეჯს - უმჯობესია თუ ბრტყელი, სტანდარტული ფორმების ავეჯსა თუ ტექნიკას აირჩევთ.


9. გამოიყენეთ გამჭვირვალე ფარდები. უფრო უკეთესი იქნება, თუ ფარდების მაგივრად ჟალუზს ან რომაულ შტორებს, რომლებიც დამატებით ადგილს არ დახარჯავს.


10. შუშისა და მეტალის ზედაპირები და აქსესუარები ფართს ვიზუალურად უფრო გაადიდებს და სადღესასაწაულო ელფერსაც შესძენს პატარა სამზარეულოს.


11. ფერების არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ღია ფერებს. არ გამოიყენოთ ორ ფერზე მეტის კომბინაცია და მოერიდეთ ფერთა შორის ძლიერ კონტრასტებს.


12. თუ შპალერს გამოყენება გსურთ, შეარჩიეთ რაც შეიძლება მცირე ზომის ნახატებიანი.



imageimage

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage





ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ ვაქციოთ "ხრუშოვკა" სასიამოვნო ბინად - იდეები 1 და 2 ოთახიანი ბინებისთვისimage




2. როგორ ვაქციოთ პატარა აივანი კომფორტული დასვენების ადგილად - იდეები ყველასთვის

image




3. როგორ გამოვიყენოთ ფანჯრის რაფა პატარა ბინის დიზაინში - ულამაზესი იდეები

image



4. როგორ გავაახლოთ სამზარეულო დიდი დანახარჯების გარეშე - დაიმახსოვრეთ ეს ხერხები!image




5. ამ მეთოდით ზამთარში გათბობაზე საგრძნობლად დაზოგავთ ფულს - გაითვალისწინეთ!image



6. როგორ გადავიყვანოთ მეტალოპლასტმასის ფანჯრები ზამთრის რეჟიმზე - 2 რამ, რასაც მონტაჟის დროს არ გვეუბნებიან!image



7. არასოდეს გარეცხოთ ჭურჭელი სტუმრად ყოფნისას! - ეს ყველამ უნდა იცოდეს!image




0
2566
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2566
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0