საზოგადოებრივი ჩვენი წარსულის წარმოუდგენელი საიდუმლო 2017, 25 აპრილი, 13:16 ეს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი პირველი შემთხვევა არ არის, იმის დასამტკიცებლად, რომ ბევრი ძველი ცივილიზაცია ფლობდა ტექნოლოგიებს, რომლებიც ჩვენთვის, თანამედროვე ადამიანებისთვის, ხელმისაწვდომი არც თუ ისე დიდი ხნის წინ გახდა. გასულ საუკუნეში, ეგვიპტეში ნაპოვნმა მუმიამ, უძველეს დროში არსებული მედიცინის უმაღლესი დონის «დემონსტრირება» მოახდინა. აქ საუბარია ძველეგვიპტურ მუმიაზე, რომელიც იუზერმონტუს («მონტუს სიმძლავრე») სახელით არის ცნობილი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ სახელით ის ჩვენთვის არის ცნობილი. თუმცა, სახელი სულ სხვა ადამიანს ეკუთვნოდა. მაგრამ, ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ: მეცნიერებმა მუმია, შესწავლის შემდეგ, კალიფორნიის ისტორიის მუზეუმს გადასცეს, სადაც სარკოფაგი ორ ათეულ წელზე მეტ ხანს იდგა, ვიდრე მისთვის დამატებითი კვლევების ჩატარება არ გადაწყდა. მიღებულმა შედეგმა კი, ყველა, ვისაც მასთან რამე აკავშირებდა, საგონებელში ჩააგდო: 1995 წელს მუმიას რენდგენული კვლევა ჩაუტარეს და მის მარცხენა ფეხში მეტალის შტიფტი (მილისებური შემაერთებელი მოწყობილობა) აღმოაჩინეს. ეს 23 სმ-ს სიგრძის, მუხლში ჩაყენებული საგანი იყო. უფრო დეტალური კვლევისთვის, ფეხი გაბურღეს და ძვლის და უცხო საგნის ნიმუშები აიღეს. ციტოლოგიური ანალიზისას, ორგანული რეზინის ნაწილაკები იყო აღმოჩენილი, რომელიც ძვლების შესაწებებლად იყო გამოყენებული. ყველაფერი საუკეთესოდ იყო შეწებებული და როგორც ზევით იყო აღნიშნული, ამ ოპერაციის «ასაკი», დაახლოებით, 2600 წელი არის. და აქ ისმის კითხვა: რისთვის იყო ეს საჭირო?
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ძვ. წ. აღრ. II ათასწლეულის სტომატოლოგია 3671 10-ს მოსწონს
|