x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ წააგო გერმანიამ ომი? – მიზეზი რომელზეც თითქმის არ საუბრობენ

ადოლფ ჰიტლერი ისტორიაში ფანატიკოს დიქტატორად შევიდა, რომელიც ხშირად დაუფიქრებელ, სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებდა. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ ის ნარკომანი და მთელ რიგ პრეპარატებზე (კოკაინი, მორფინი, ამფეტამინი...) წამალდამოკიდებული იყო.

ის რომ ჰიტლერს, ნარკოტიკებთან დაკავშირებით, პრობლემა ჰქონდა მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გერმანიაში ნორმან ოლერის (Norman Ohler) წიგნი – «ნარკოტიკების გამოყენება ნაცისტურ გერმანიაში» გამოიცა. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ფიურერი კი არა, მთელი III რაიხი და ვერმახტი, ნარკოტიკებზე «იჯდა». გერმანიის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, გამუდმებით მოიხმარდნენ ნარკოტიკებს, განსაკუთრებით, II მსოფლიო ომის წლებში.


image


ის რომ ჰიტლერი ნარკომანი იყო, მტკიცებულებად მისი პირადი ექიმის თეოდორ მორელის (Theodor Gilbert Morell) ჩანაწერები გამოდგება, რომლის გაცნობა გერმანიის ფედერალურ და აშშ-ს ეროვნულ არქივებში შეიძლება.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჰიტლერის სამედიცინო ისტორია სამ პერიოდად იყოფა:

I. 1936 – 1941 წწ. – ის ძირითადად ვიტამინებს და გლუკოზას იღებდა. მაგრამ, ვენური ინიექციებით და დიდი დოზებით. იყო, თუ არა ეს ნარკომანია? ალბათ, არა. მაგრამ, როდესაც სსრ კავშირთან ომი გაჭიანურდა...

II. 1941 წლის ოქტომბრიდან ჰიტლერი ჰორმონებზე და სტეროიდებზე გადავიდა.

III. 1943 წლიდან ოპიატების მომხმარებელი გახდა. ხოლო, 1944 წლიდან – ყველაზე ხშირად, ფიურერი ოქსიკოდონს იღებდა, რომელიც ფარმაკოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე ახლოს, ჰეროინთან დგას.

ახლა, როდესაც ჰიტლერის ნარკოდამოკიდებულების ფაქტი დადასტურებულია, უკვე გასაგებია, თუ რატომ იქცეოდა ის, ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით, 1944 წლის შემდეგ, უცნაურად და არაადეკვატურად.

სწორედ მისი უცნაური ქცევა გახდა, ბრიტანული დაზვერვის, ჰიტლერზე თავდასხმის ოპერაციის – «Foxley»-ს შეჩერების მიზეზი.

ბრიტანეთის ხელისუფლება იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მოკავშირეები გერმანიას უფრო მალე დაამარცხებდნენ, თუ ნაცისტური სამხედრო მანქანის სათავეში ჰიტლერი დარჩება.

ზოგადად, ნარკოტიკი, დიდ როლს თამაშობდა საომარი მოქმედებების დროს და II მსოფლიო ომამდე, ბევრად უფრო ადრე. ბრძოლის დროს, საჭირო იყო საშუალება, რომელიც მეომრებს შიშის დამარცხებაში და სიმხნევის მოკრებაში დაეხმარებოდათ. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, გერმანული არმიის მეომრები პერვიტინს (იგივე მეტანფეტამინი) იყენებდნენ და შეიძლება ითქვას, რომ ბოროტადაც კი. ნარკოტიკის ხშირი გამოყენება, იმასთანაც იყო დაკავშირებული, რომ სხვის ტერიტორიაზე გადაადგილებისას, მეომრები იღლებოდნენ და მუდმივად გამოუძინებლები იყვნენ. ასე, რომ, გერმანიის ძირითადი მტერი, II მსოფლიო ომში, ფრანგები, ინგლისელები და საბჭოთა ხალხები კი არა, დაღლილობა, უძილობა და ნარკოტიკები იყო.

და თავიდან, «ნარკოთერაპია» შესანიშნავად მუშაობდა: პოლონეთზე თავდასხმის და განსაკუთრებით, დასავლეთის ფრონტზე განხორციელებული ბლიცკრიგების დროს. მაგრამ, შემდეგ...

მაგ., ცნობილია, რომ საფრანგეთზე გადამწყვეტი თავდასხმის (1940 წლის 10 მაისი) წინა დღეს, ვერმახტის ჯარისკაცებს 35 მლნ. დოზა პერვიტინი დაურიგეს და 15 დღეში საფრანგეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა.


P. S. გერმანელებისგან განსხვავებით, ბრიტანელ ჯარისკაცებს და მეზღვაურებს, გასამხნევებლად, ყოველდღიურად რომს ურიგებდნენ, საბჭოთა ჯარისკაცებს კი, – არაყს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ძილის ხანგრძლივობის რეკომენდებული დრო, ასაკის გათვალისწინებით

* თუ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვალოს, დღე ამ ჯადოსნური სიტყვებით დაიწყეთ

* XX საუკუნის დასაწყისში, ეგვიპტეში მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს, მაგრამ...

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
700
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
700
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0