x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი IX - ბრინჯაოს საიდუმლოებანი

ბრინჯაოს საიდუმლოებანი
კაცობრიობის მთელი ისტორია სამ დიდ ეპოქად იყოფა: ქვის (გონიერი ადამიანის გამოჩენიდან - VI ათასწლეულამდე ჩვენს ერამდე), ბრინჯაოს (IV ათასწლეულის ბოლოდან - I ათასწლეულის დასაწყისამდე ჩვენს ერამდე) და რკინის (ჩვენს ერამდე I ათასწლეულის დასაწყისიდან - დღემდე).
ბრინჯაო პირველი ლითონია რომლიდანაც ადამიანებმა შრომის იარაღების დამზადება დაიწყეს. ბრინჯაო ბუნებაში თვითნაბადი სახით არ მოიპოვება. ეს არის შენაერთი, რომელიც 9 წილი სპილენძისგან და 1 წილი კალისგან მიიღება. ე.ი. ადამიანებს ათასწლეულების მანძილზე უნდა გამოეყენებინათ სპილენძის იარაღები, ვიდრე მიხვდებოდნენ, რომ მასზე ცოტა კალა დაემატებინათ, უფრო მყარი იარაღების მისაღებად. მაგრამ, მაგ., ევროპაში საერთოდ არ არის აღმოჩენილი სპილენძის ნაკეთობები, ხოლო ბრინჯაო ერთდროულად გაჩნდა სხვადასხვა ადგილზე. ამასთან აღსანიშნავია, რომ ნაპოვნი ნაკეთობები, მათი შემქმნელების მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებენ. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ისინი თვითონ კი არ სწავლობდნენ მეტალის დამუშავებას, არამედ მათ ვიღაცა ასწავლიდათ. ამასთან, ყველა ნაკეთობა ისე ჰგავს ერთმანეთს, თითქოს ერთ სამჭედლოში არის დამზადებული. შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ევროპელებმა ბრინჯაოს დამზადება უცხო ტომელებისგან ისწავლეს, მაგრამ აზიაში და ამერიკაში, ბრინჯაოს წარმოება უკვე განვითარებულ ფორმებში გაჩნდა. გამოდის რომ, უძველეს დროში, ადამიანებს ვიღაცამ ასწავლა ბრინჯაოს გამოდნობისა და დამუშავების ტექნოლოგია და ისიც უთხრა თუ სად მოიპოვებოდა კალა, რადგან ეს ძალიან იშვიათი ლითონია. მის მოსაპოვებლად, მაგალითად, ევროპელი პირინეის ან კავკასიის მთებში უნდა წასულიყო ან ბრიტანეთის კუნძულებზე, რომლებსაც ფინიკიელებმა “კალის კუნძულები" შეარქვეს.
ბრინჯაოს ეპოქაში, მჭედლები ჯადოქრებად, მაგიის მცოდნეებად ითვლებოდნენ.
ისევე როგორც ბრინჯაო, რკინაც უეცრად შემოიჭრა კაცობრიობის ცხოვრებაში. იყო ქვეყნები, რომლებშიც რკინის ნაკეთობები უეცრად, ყოველგვარი მოსამზადებელი ეტაპების გარეშე გამოჩნდა. მაგალითად, ასე მოხდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მაგრამ, იყო ისეთი ქვეყნებიც, სადაც მუდმივად ექსპერიმენტებს ატარებდენ და ჯიუტად მიიწევდნენ მიზნისაკენ.
და აქ ისმის კითხვა: ვინ ასწავლიდა უძველეს ხალხებს ბრინჯაოსა და რკინის გამოდნობას და დამუშავებას? სავარაუდოდ ისინი წარღვნამდელი ცივილიზაციების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც დაღუპვას გადაურჩნენ და თავიაანთი
ცივილიზაციის ცოდნას, ჩვენი ცივილიზაციის წარმომადგენლებს უზიარებდნენ. ხოლო ამის სანაცვლოდ, მათ ადამიანები აღმერთებდნენ.




2
433
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
433
  
2018, 17 სექტემბერი, 11:12
ჯერ მადლობა მინდა გითხრა ჩემი სტატიების შეფასებისთვის
რაც შეეხება წარღვნას, უკანასკნელი კვლევების თანახმად, ის ძვ. წ. აღრ. 10 963 წელს მოხდა.
2018, 17 სექტემბერი, 9:29
წარღვნა იყო დაახლოებით ძვ.წ. 11,200 წელს ხო?
0 1 2