საბუნებისმეტყველო 10 ფაქტი შავი ზღვის შესახებ. რატომ ჰქვია შავ ზღვას შავი 2016, 21 იანვარი, 15:04 პირველი ცნობა შავი ზღვის შესახებ, ძვ. წ. აღრ. V საუკუნეს ეკუთვნის. სწორედ შავი ზღვვის გავლით მოვიდნენ არგონავტები კოლხიდაში, ოქროს საწმისის წასაღებად.
ერთი ვერსიის მიხედვით, სახელი მას ძველმა ბერძნებმა დაარქვეს. ისინი შავ ზღვას — პონტ აქსინოს (ბერძ. Πόντος Ἄξενος) ეძახდნენ, რაც «არასტუმართმოყვარე ზღვა»-ს, ბნელ ანუ შავ ზღვას ნიშნავს. სავარაუდოდ, ეს სახელი ზღვამ იმით დაიმსახურა, რომ მასზე ზღვაოსნობა რთული იყო. მოგვიანებით, მას შემდეგ რაც, მისი სანაპირო ზოლი ბერძნებმა შეისწავლეს და მიმდებარე ტერიტორიების კოლონიზაცია მოახდინეს, მას პონტო ექსინოსი (ბერძ. Πόντος Εὔξενος, «სტუმართმოყვარე ზღვა») დაარქვეს. მეორე ვერსიის თანახმად, “შავი", ზღვას თურქებმა დაარქვეს, როდესაც ისინი, მისი სანაპიროს დაპყრობის დროს, დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ ადგილობრივი მოსახლეობისგან. მათ ზღვას «კარადენიზი» დაარქვეს, რაც შავს, არასტუმართმოყვარეს ნიშნავს.
2. იმის გამო, რომ 150-200 მ. ქვემოთ, ზღვის წყალი გოგირდწყალბადით არის გაჯერებული, ზღვა უსიცოცხლოა ანუ ზოგიერთი სახეობის ბაქტერიის გარდა, იქ ფლორისა და ფაუნის არცერთი წარმომადგენელი არ არის. ცოცხალ ორგანიზმებს ასეთ გარემოში არსებობა არ შეუძლიათ.
4. ყირიმი – შავი ზღვის ერთადერთი დიდი ნახევარკუნძულია. 5. შავ ზღვაში ფაუნის 2 500 სახეობა ბინადრობს, რაც ძალიან ცოტაა. შედარებისთვის, ხმელთაშუა ზღვაში, დაახლოებით 9 000-მდე სახეობაა.
გარდა ამ თევზისა, ასევე სახიფათოა შავი ზღვის მორიელი და სკატი, რომელსაც კუდის ბოლოს შხამიანი წვეტი აქვს. 10. მთების სიმაღლე, შავი ზღვის ირგვლივ, თანდათანობით იზრდება, ხოლო ზღვა დიდდება. და თუ მთებს, 100 წლის მანძილზე, სიმაღლეში მხოლოდ რამოდენიმე სანტიმეტრი ემატება, ზღვის სანაპირო ზოლი 20–25 სმ-ით იზრდება, იმავე პერიოდში. ამის გამო, სანაპიროსთან მდებარე, უძველესი დასახლების პუნქტები, უკვე წყლით არის დაფარული. 29072 25-ს მოსწონს
|