საბუნებისმეტყველო საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი II - სენსაციებს ბოლო არ უჩანს 2015, 20 ივლისი, 20:59 გაგრძელება
ამდენი უცნაური ნივთის აღმოჩენის შემდეგ, რა თქმა უნდქა, იბადება კითხვები: ვინ იყვნენ ამ ნივთების შემქმნელები? ნუთუ იმ გონიერი ადამიანების, რომლებიც ათასობით და მილიონობით წლის წინ ცხოვრობდნენ, არცერთი გამოსახულება არ არის შემონახული? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა პირდაპირ შეიძლება: რა თქმა უნდა არის. 1922 წელს, ამერიკელი სამთო ინჟინერი ჯორჯ რეიდი, სასარგებლო წიაღისეულის დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებდა, ნევადის შტატში. სწორედ იქ აღმოაჩინა მან ფეხსაცმლის ნაკვალევი, რომელიც მოგვიანებით, 213-218 მილიონი წლით იყო დათარიღებული. 1933 წელს, პეკინის მახლობლად, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 3 ადამიანის ნაშთი, რომლებიც იქ 30 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ და თანამედროვე ადამიანებისგან არაფრით არ განსხვავდებოდნენ. 1961 წელს, პერუელმა მედიცინის პროფესორმა, ხუან კამბრერამ, ქ. იკის გარეუბანში, მოხატული ქვები აღმოაჩინა. დღეს ამ ქალაქში, მუზეუმი არის 5 დარბაზით, რომლებშიც უამრავი მოხატული ქვა არის გამოფენილი. ქვებზე არა მარტო ცალკეული ნახატები, არამედ ნახატების მთელი სერიებია წარმოდგენილი. ისე, როგორც, თანამედროვე კომიქსებში. მაგრამ, ქვებზე არა კომიქსების გმირები, არამედ იმ ცივილიზაციის წარმომადგენლები არიან გამოსახულები, რომლებიც პრეისტორიულ ეპოქაში, დედამიწაზე ჩვენი ცივილიზაციის გამოჩენამდე, ცხოვრობდნენ. ამ ნახატებზე გამოსახულია ადამიანები, რომლებიც გამადიდებელი ლუპით რაღაცას იკვლევენ, სხვები ტელესკოპით ცას აკვირდებიან. არიან ქირურგები, ოპერაციის დროს. ნახატების მიხედვით ირკვევა, რომ იმ ცივილიზაციის ექიმებს შეეძლოთ არა მარტო გულის, არამედ ტვინის გადანერგვის ოპერაციის ჩატარებც. არის ქვები, რომლებზეც რუკები არის დახატული. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქვების ნახატებით გადმოცემულია ინფორმაცია, დედამიწაზე, უცხოპლანეტელების ვიზიტი შესახებ. ქალაქი იკა პარაკასისა და ნასკას სიახლოვეს მდებარეობს. ორივე ადგილი, ასევე ცნობილია სენსაციური აღმოჩენებით (იხ. ნასკას უდაბნოს საიდუმლო ამოხსნილია). პარაკასის მიწისქვეშეთში აღმოჩენილია “მიცვალებულთა ქალაქი", რომელშიც ასობით მუმია ზის მოლოდინის რეჟიმის ფორმაში. მათი გამომშრალი სხეულები, ფერადი, ხასხასა ძაფებით მოქარგული ქსოვილებით არის დაფარული. რომლებსაც ხანდაზმულობის მიუხედავად, ფერი არ დაუკარგავთ. ამ ქსოვილებზე ასახულია ცოცხალი არსებები, რომლებიც ჩვენს სამყაროს არ ეკუთვნიან. პარაკასელებმა, ვიდრე სამუდამოდ დატოვებდნენ ამ სამყაროს, თავიაანთი ცოდნა, ნასკას კულტურის წარმომადგენლებს გადასცეს, ხოლო ამ უკანასკნელებმა - ინდიელებს. ნასკელი, პარაკასელებისგან მიღებულ ცოდნას, ინდიელებს უზიარებს გაგრძელება იქნება 1189 9-ს მოსწონს
|