x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი IV - ახალი ცივილიზაციების აღმოჩენა

გაგრძელება


XVIII საუკუნის ბოლომდე, ევროპული ცივილიზაციის წარმომადგენლებს, არანაირი წარმოდგენა არა ჰქონდა, ადამიანის მოდგმის ხანგრძლივი ისტორიული წარსულის და ძველი ცივილიზაციების არსებობის შესახებ. გამონაკლისს, მხოლოდ ძველი საბერძნეთის და რომის კულტურები წარმოადგენდნენ. ეს უმეცრების ბარიერი, რაოდენ

გასაკვირიც არ უნდა იყოს, მას შემდეგ გადაილახა, რაც ნაპოლეონი, თავისი ჯარით,

ეგვიპტეში შეიჭრა.

ახალი ცივილიზაციები

ეგვიპტეში, 1798 წ. დაიწყო მუშაობა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომლის დროსაც,

პრაქტიკულად, ყოველ დღე, ახალ-ახალ, სენსაციურ აღმოჩენებს აკეთებდნენ. 1821 წ. ლინგვისტებმა მოახერხეს ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრა და ევროპის საზოგადოებამ გაიგო, იმ ქვეყნის წარსულის, ტრადიციების, რწმენისა და ცხოვრების

წესის შესახებ. იქიდან მოყოლებული, სამეცნიერო წრეებში და საზოგადოებაში,

დამკვიდრდა აზრი იმის შესახებ, რომ ეგვიპტე, მსოფლიო ცივილიზაციის აკვანი იყო.

ახალი ცივილიზაციები

1833 წ. დაიწყო არქეოლოგიური გათხრები ტუნისში, რომლის დროსაც, რომის მიერ

განადგურებული კართაგენის ნაშთები აღმოაჩინეს, ხოლო მოგვიანებით, ძველი ფინიკიური ქალაქების ნაშთები.

ხალი ცივილიზაციების აღმოჩენა

1843 წ, დაიწყეს ძველი ასურეთის დედაქალაქის, ნინივეს კვლევა და მთელი მსოფლიო

აღაფრთოვანა, დავიწყებული ცივილიზაციის სიდიადემ.

ეს საყოველთაო აღფრთოვანების ტალღა, ჯერ ჩავლილი არ იყო, რომ 1852 წ.

შუამდინარეთში წარმოებული გათხრების შედეგად, არქეოლოგებმა, იმ ტერიტორიაზე

არსებული ცივილიზაციების უძველესი კერები აღმოაჩინეს. 1875 წელს გაშიფრეს

ასურულ-ბაბილონური დამწერლების ნიმუშები, ხოლო XX ს. დასაწყისში, იშთარის

კარიბჭე აღმოაჩინეს, რომელიც ბაბილონის ციხე-ქალაქის, 9-დან ერთ-ერთი კარები იყო.

ახალი ცივილიზაციების აღმოჩენა1894 წ. აღმოაჩინეს მინოსური კულტურის ნაშთები, კუნძულ კრეტაზე.

ახალი ცივილიზაციების აღმოჩენა1906 წ. გათხრები დაიწყო ქ. ანანის (ჩინეთი) მახლობლად და სამყაროს, ჩინეთის

უძველესი ცივილიზაცია, შანი მოევლინა.

ახალი ცივილიზაციების აღმოჩენა

არქეოლოგიურ გათხრებამდე, ქ. ტროა ჰომერირის ფანტაზიის ნაყოფი ეგონათ. მაგრამ, არქეოლოგიურმა კვლევებმა, გააფართოვა სხვადასხვა ცივილიზაციების არსებობის ჰორიზონტები და უფრო საფუძვლიანი დოკუმენტური მასალა მისცა მეცნიერებს იმის დასადგენად, თუ როდის მოხდა ადამიანების განსახლება დედამიწაზე. მაგ.,

XX ს. დასაწყისში, მეცნიერები თვლიდნენ, რომ ამერიკის კონტინენტზე ადამიანმა ფეხი პირველად 4 ათასი წლის წინ დადგა, შემდეგ თქვეს 10 000 წლის წინო. შემდეგ,

თარიღს უფრო და უფრო ზრდიდნენ: 25 000, 40 000, ხოლო ახლა ფიქრობენ, რომ

100 000 ათასი წლის წინ იქ უკვე ცხოვრობდნენ ადამიანები.

დღეს მიღებულია, რომ ძველ ეგვიპტეში, სახელმწიფოებრივობა ჩვენს ერამდე IV

ათასწლეულში ჩაისახა, მაგრამ ანტიკურ სამყაროში, რომელიც უფრო ახლოს იყო

იმ ეპოქასთან, ვიდრე ჩვენ, ასე არ თვლიდნენ.

ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე (ძვ. წ. აღ. 485-425 წწ.) წერდა, რომ ნახა

ეგვიპტის ისტორიის ქრონიკები, რომელიც, ეგვიპტელი ქურუმის, მენიფინის მიერ იყო

დაწერილი (ძვ. წ. აღ. IV ს.). აღნიშნულ ქრონიკებში ეგვიპტის ისტორია 30 627 წლის

წინ იწყებოდა. ჰეროდოტეს სიტყვებს ადასტურებენ ბიზანტიელი ისტორიკოსი

სნელიუსი და ბერძენი ისტორიკოსი, დიოგენე, რომლებსაც ასევე ჰქონდათ ნანახი “ძველი ქრონიკები".

დღეს უკვე რთულია იმის დადგენა, მართლა იყო თუ არა სახელმწიფო ეგვიპტის

ტერიტორიაზე 40 000 წლის წინ. თუ მართლაც არსებობდა, ის განადგურდებოდა

წარღვნის შედეგად, ისე როგორც ლეგენდარული ატლანტიდა, ლემურია და სხვა,

ჩვენთვის ცნობილი, თუ უცნობი ქვეყნები და კუნძულები.

ახალი ცივილიზაციების აღმოჩენა

გაგრძელება იქნება

0
1245
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0