x
image
t.x.
არც ქალები და არც კაცები, რატომ იკეთებენ მამაკაცურ ორგანოებს საკუთარი სურვილით (+ ფოტოგალერეა)
image
ისინი მამაკაცებად იბადებიან, მაგრამ ვერ აღიქვამენ თავიანთ თავს ვერც კაცებად და ვერც ქალებად. მამაკაცი თავისი ნებით კასტრაციის რიტუალს იტარებს, იშორებს გენიტალიებს, იცმევს ქალის სამოსს და სექსუალურ მომსახურეობას უწევს სხვებს. ეს ოფიციალურად ცნობილი ფაქტია და თავს "მესამე სქესის" წარმომადგენლად თვლის. ასეთი მამაკაცების რაოდენობა კი ძალიან ბევრია. მათ ჰიჯრებს უწოდებენ. ასეთ ტრანსსექსუალებს მეგობრული გაერთიანება აქვთ პაკისტანში, ინდოეთსა და ბანგლადეშში.

სრულყოფილი ჰიჯრაა ის, ვისაც გენიტალიები მოკვეთეს. ინდოეთში მათ როგორც პატივისცემით, ასევე ზიზღით უყურებენ. ოპერაცია ინდოეთში უკანონოდ ითვლება და კერძო სახლებში ანესთეზიის გარეშე სრულდება.

ჰიჯრების უმეტესობა ფულს პროსტიტუციით შოულობს.

დანიელი ფოტოგრაფი იან მიულერ ჰენსენი ჩავიდა ბანგლადეშში, ქალაქ დაკში, რათა შეხვედროდა ჰიჯრებს და შეესწავლა მათი ცხოვრება.


მან განაცხადა: "ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ბანგლადეშში ვცხოვრობდი, დავრწმუნდი, რომ ჰიჯრები არიან ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი, ამაყი, თავის თავში დარწმუნებული და ღირსეული ადამიანები, რომელებიც იქ შემხვედრია. განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის, შესახედაობის და ქცევის გამო მათ შეიმუშავეს თავიანთი საკუთარი ოჯახური სტრუქტურა. შევამჩნიე, რომ ეს ოჯახური საზოგადოება ძალიან ძლიერია და სჭირდებათ მათ საზოგადოებაში თავის გადასარჩენად".

უკანასკნელ წლებში ჰიჯრები იბრძვიან თავიანთი უფლებებისათვის.

იანი ამბობს: "ჰიჯრები იბრძვიან უფლებებისთვის, მათ უნდათ, რომ ისე უყურებდნენ როგორც თანასწორებს, ყველამ გაიგოს, რომ ისინი ჩვეულებრივი, ნორმალური არსებები - ადამიანები არიან. სურთ ჰქონდეთ ნორმალური ცხოვრების საშუალება ისე, როგორც სხვებს. ამტკიცებენ, რომ არ ესმით როგორ ცხოვრობენ ისინი, ვერ აღიქვამენ მათ სქესს და სექსუალობას".

ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოები იანმა ბანგლადეშში გადაიღო:imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


















0
485
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
485
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0