საზოგადოება რუსკა მაყაშვილის საოცარი თავგადასავლები 2013, 18 მარტი, 0:07
რუსკა ცელქი და ალქაჯი ყოფილა. ბიჭებთან თამაშობდა და სულ ამოსვრილი დადიოდა. საოცრებებს სჩადიოდა და კოშმარულ ამბებს იგონებდა, თითქოს ეს ამბები მას გადახდენოდა. სადისტურ ლექსებსა და ზღაპრებს იგონებდა. თან ისე ჰყვებოდა, თითქოს ეს ყველაფერი მას გადახდენოდა. ხშირად დადიოდა თმაგადაპარსული. ბიჭებთან თამაშობდა ფეხბურთს. ტილებიც უჩნდებოდა და სწორედ ამიტომ პარსავდნენ თმებს. რუსკამ ყოველთვის იცოდა, რომ მსახიობი გამოვიდოდა. დედა თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი იყო და ბავშვები ხშირად დაჰყავდა ლექციებსა და სპექტაკლებზე. ამიტომ რუსკამ თავიდანვე შეიყვარა ეს პროფესია და სხვა აღარაფერზე უოცნებია. დღეს რუსკა მშვენიერი მსახიობია დაწარმატება ვუსურვოთ მას. 44 7-ს მოსწონს
|