x
image
t.x.
ახალგაზრდა ქალს რწმენის შეცვლისთვის გაროზგვა და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. გამწარებული ქმარი დახმარებას მთელ მსოფლიოს სთხოვს
imageორი შვილის დედას გაქრისტიანებისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მერიამ იბრაგიმმა ქალიშვილი მაია ციხეში გააჩინა, რადგან ის უკვე რვა თვეა პატიმარია. მისი ქმარი ამერიკის მოქალაქე დენიელ ვანია. მერიამმა ეს ესაა გააჩინა მეორე შვილი და დღე-დღეზე გაროზგვა ელოდება, სულ ორ კვირაში - რადგან ეს დასჯის ნაწილია.

ამერიკის, ნიდერლანდების და ინგლისის მთავრობამ მერიამის დასაცავად წამოაყენა პეტიცია და სუდანის მთავრობას გადასცა 650 000 ხელმოწერა.

მერიამი ციხეში სექტემბერში ჩასვეს, ამ თვის დასაწყისში კი სიკვდილით დასჯა და 100 როზგი მიუსაჯეს იმის გამო, რომ ქრისტიან მამაკაცზე დაქორწინდა. მერიამს ეკრძალებოდა ქრისტიანზე დაქორწინება, რადგან მამამისი მუსულმანი იყო. თვითონ ქრისტიანად მოინათლა.image

მერიამი ჩრდილოეთ ხარტუმის ქალთა ციხეშია მოთავსებული. მისი ქმარი შეწუხებულია ცოლის მდგომარეობით და აღნიშნავს, რომ ხუთი დღის ნამშობიარები ქალი ჯაჭვებით ჰყავთ დაბმული. ბატონი ვანი 27 წლის ბიოქიმიკოსია. მან ძლივს მოახერხა, რომ პატარა ქალიშვილი და 20 თვის ვაჟი ენახა, რომლებიც დედასთან ერთად ციხეში იმყოფებიან. მერიამი ამბობს, რომ რჯულის შეცვლას სიკვდილი ურჩევნია.


ისლამური შარიათის მოსამართლე აცხადებს, რომ მერიამს შეუძლია თავიდან აიცილოს სასიკვდილო განაჩენი, თუ საქვეყნოდ აღიარებს, რომ უარს ამბობს ქრისტიანობაზე და მუსულმანობას დაუბრუნდება. image

დენიელი აცხადებს, რომ მერიემი ძლიერი ქალია. მას წარბიც არ შეუხრია როცა სასიკვდილო განაჩენი მიუსაჯეს. დენიელ ვანი ამერიკიდან სუდანში ჩავიდა და იქ ცხოვრობს, მაგრამ ხელისუფლება ბავშვებს მამასთან არ უშვებს, რადგან ამტკიცებენ, რომ პატარები მუსულმანები არიან.

მერიამი იატაკზე ჰყავთ მიბმული და საჭმელსაც ძალიან ცოტას აჭმევენ. გარედან შეტანაც აკრძალული აქვთ.

დენიელი ინვალიდია. ის ეტლით გადაადგილდება. დენიელი ამერიკის მოქალაქეა. მან ამერიკის საელჩოს დახმარებისთვის მიმართა. ისინი კი ეუბნებიან, რომ ვერ დაეხმარებიან, რადგან ქალი არაა მათი მოქალაქე. მან დნმ-ს ანალიზიც კი მოითხოვა, რომ დაამტკიცოს, რომ მარტინი მისი ვაჟია.

დენიელ ვანი ყველას, მთელ მსოფლიოს, ვისაც კი რამე შეუძლია დახმარებას სთოვს მერიამის გადასარჩენად.

1
321
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
321
  
2014, 31 მაისი, 8:56
გული მეწვის ასეთ რამეებს რომ ვკითხულობ:(
0 1 1