საზოგადოება 31 წლის ვაჟმა დედას გასაცნობად 91 წლის სატრფო მოუყვანა 2014, 5 ივნისი, 19:39 ზოგს ქერები მოსწონს, ზოგს შავგვრემანი, მე კი მოხუცები – აცხადებს ახალგაზრდა კაცი. 31 წლის კაილი ჯონსს ხალხი გაოცებით უყურებს, როცა ის ქუჩაში თავის რჩეულთან, 91 წლის დიდი ბებიის ტოლ ქალთან ერთად დასეირნობს. კეილი ჯორჯიის შტატიდანაა. ის უკვე ხუთი წელია ხვდება მარჯორი მაკკუილს. მან ქალი სახლშიც მიიყვანა დედის გასაცნობად. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ასაკის სხვაობა 60 წელია, აქვთ აქტიური სექსუალური ურთიერთობა და ერთმანეთთან ხელჩაკიდებული სხედან.
კაილი 18 წლის იყო, როცა პირველად მოეწონა ქალი და ის 50 წლის იყო. ახლა ის ვებ გვერდებზე ეძებს თავის მოსაწონ ქალებს ხანგძლივი თუ ყოველდღიური ურთიერთობისთვის. ის ამბობს, რომ ყველაზე ხშირად 60-დან 80 წლამდე ქალები ჰყავს. როცა კი საუბარს გაუბამს ქალს, ყოველთვის ეუბნებიან, რომ ზედმეტად ახალგაზრდაა. ის ერთად ხვდება ხუთ ქალს, ხუთივე მოხუცია და დედასთანაც მიჰყავს გასაცნობად. მარჯორის 2009 წელს შეხვდა წიგნების მაღაზიაში და ტელეფონის ნომერი გამოართვა. ქალს ექვსი შვილი ჰყავს და 37 წლის გაცილებული იყო ქმართან. ის დასთანხმდა პაემანზე. ქალი ამბობს, რომ კაილზე ეჭვიანობს, როცა სხვა ქალებთან მიდის, მაგრამ ისევ ბრუნდება და ეუბნება, რომ ის ყველა ქალს სჯობია. მარჯორი ცდილობს სექსუალურად ჩაიცვას და გაიხალისოს ცხოვრება. სახლში სულ კაცები ჰყავს, მაგრამ თვლის, რომ რასაც აკეთებს ეს მხოლოდ მისი საქმეა. ვაჟების ასაკი 71, 63, 61, 52 და 50-ია. როცა ქუჩაში ხვდებიან, ბევრს მისი შვილი ან შვილიშვილი ჰგონია. მას კაილზე უფროსი შვილიშვილებიც ჰყავს. პლასტიკური ქირურგიის მომხრე არაა, მას მოსწონს თავისი ნაოჭები და ჭაღარა. ბევრი ადამიანი არ უწონებს მარჯორის კაილთან ურთიერთობას, მაგრამ ის ამბობს, რომ თავისი ასაკის შესაფერისი კაცები უკვე დიდი ხანია დაიხოცნენ. კაილის დედა შვილის საქციელს თავიდან გატაცებად თვლიდა და ფიქრობდა, რომ გაუვლიდა, მაგრამ გავიდა წლები და კაილს გატაცებებმა არ გაუარა. დედაც შეეგუა მის ასეთ ცხოვრებას. სურათზე კაილი დედასთან და მარჯორისთანაა გადაღებული. 744 9-ს მოსწონს 2-ს არა
|