x
image
t.x.
მან მეორე მსოფლიო ომის დროს 2500 გადაარჩინა და ნობელის პრემიაზე წარადგინეს(+ ვიდეო)
image
2007 წლამდე ცოტა ვინმეს თუ გაეგონა ირენ სენდლერის სახელი. მისი ცხოვრების ისტორია ნამდვილად იმსახურებს, რომ ყველა იცნობდეს.image

ყველაფერი კი ასე დაიწყო: რამდენიმე გოგონა აკეთებდა გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ პროექტს, სადაც ერთ-ერთ არქივში შეხვდათ მისი გვარი. გოგონები გაოგნებულნი დარჩნენ, როცა აღმოაჩინეს, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

აღმოჩნდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს გეტოს კლანჭებიდან 2500 ბავშვი გამოგლიჯა.image
იმ დროს ირენა პოლონეთის იატაკქვეშა ორგანიზაციის-"ზეგოტა"-ს(ებრაელების დახმარების საბჭო) წევრი იყო. როცა გეტოში აღარ უშვებდნენ არავის, ვინც ებრაელი არ იქნებოდა, ირენამ პოლონეთის მთავრობის დახმარებით, თავისთვის და მეგობრისთვის გააკეთა საშვი ეპიდემიოლოგიური კონტროლის დეპარტამენტიდან. საშვის საშუალებით ქალებს მშვიდად შეეძლოთ გეტოს ტერიტორიაზე გადაადგილება და იქ მცხოვრები ხალხის დახმარება. არც თუ იშვიათად, მათ შეჰქონდათ საკვები და მედიკამენტები, მაგრამ რაც მთავარია, იქიდან გამოჰყავდათ ბავშვები. ამისათვის სხვადასხვა მეთოდებს იყენებდნენ: ბავშვები გაჰყავდათ ნაგვის პარკებით, ხანდახან ყრიდნენ ღობის მიღმა, გაჰყავდათ კანალიზაციის დახმარებით. ახალშობილებს ირენა თავის ხელსაწყოების ჩანთაში აწვენდა, ხოლო შედარებით უფროსებს სატვირთო მანქანის "ბრეზენტის" ქვეშ მალავდა. მას ყოვეთვის დაჰყავდა თან ძაღლი, რომელიც გაწვრთნილი ჰყავდა ისე, რომ გერმანელი მცველების დანახვაზე ყეფას ტეხდა. მისი ყეფა ეხმარებოდა გადაფარულიყო ბავშვების ტირილი ან ხმაური. ზოგჯერ ირენი მოისყიდიდა ხოლმე მცველებს, რაც ცოტათი მაინც უიოლებდა მძიმე სამუშაოს. სენდლერი იწერდა ბავშვების სახელებს იმ იმედით, რომ მოგვიანებით შეძლებოდა მათი ოჯახთან დაკავშირება. ასეთ ქაღალდებს ქილაში დებდა და ბაღში ფლავდა. რაღაც დროის მერე კიდევაც აღმოაჩინეს... ეს იყო 2 500 ბავშვი.image

1943 წელს ნაცისტებმა სენდლერი დააპატიმრეს. მიუხედავად იმისა, რომ მას გადაუმტვრიეს ხელ-ფეხი, ვერავითარი ინფორმაცია ვერ დასტყუეს. მერე დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ ორგანიზაცია "ზეგოტა" დაეხმარა და მოისყიდეს მცველი. მისი გვარი სენდლერი უკანასკნელად დასახვრეტთა სიაში ჩაიწერა. მას მერე, ომის დამთავრებამდე, სხვისი გვარით ცხოვრობდა.image


ირენ სენდლერი 2008 წელს გარდაიცვალა 98 წლის ასაკში. მისი კანდიდატურა ნობელის პრემიაზეც იყო წარდგენილი, ის რამდენიმე პოლონური ჯილდოს მფლობელი იყო, ასევე დაიმსახურა მსოფლიოს ხალხთა მშვიდობის ელჩის წოდება.


ყველაზე საშინელი სასკოლო ექსკურსიები (+ ვიდეო)

როცა მილიონერი მსახიობი საჭმელს ითხოვს და ნაგავში იქექება

ქმარმა ცოლი და საყვარელი ერთად გაუშვა დასასვენებლად...

როგორ მოვიშოროთ ქონი მუცლის, გვერდების და წელის არიდან

1
14418
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
14418
  
2017, 19 ოქტომბერი, 15:54
დიდი მადლობა პირველად მესმის ამ განსკუტრებულ ადამიანზე
0 1 1