x
image
t.x.
ლენონი ზომბმა მოკლა

image1980 წლის 8 დეკემბერს მარკ ჩემპმენმა ნიუ-იორკში მოკლა ჯონ ლენონი. დამნაშავე გაასამართლეს და ციხეში ჩასვეს. რამდენიმე წლის შემდეგ მან ინტერვიუში განაცხადა: "როცა ჯონმა გვერდით ჩამიარა, მომესმა ხმა: "იმოქმედე, იმოქმედე!" არ მახსოვს, თუ როგორ დავუმიზნე, ნიშანში ამოვიღე. მე მხოლოდ ხელს ვაჭერდი ჩახმახს." დამცველი ძალზე დაინტერესდა ამ ამბით. მან 8 წელი მოანდომა ძიებას. ფენტონ ბრესლერმა დაადგინა, რომ ამერიკის მმართველ წრეებში ლენონს ბევრი მტერი ჰყავდა. იგი ამერიკული ცხოვრების წესის დამრღვევად მიაჩნდათ. ქვეყანაში "ლენონის პრობლემა" გაჩნდა. ლენონზე დაწესდა მუდმივი მეთვალყურეობა. მისი დოსიე 300 გვერდს აღემატება. image
ბრესლერმა ისიც შეიტყო, რომ ლენონს მოსალოდნელი საფრთხისა ეშინოდა და თავისი მეგობრისათვის უთქვამს - თუ რამე მომივა, იცოდე, შემთხვევითი არ იქნებაო. ბრესლერის აზრით, აშშ-ს სპეცსამსახურებში დიდი ხანია დამუშავებულია პიროვნებაზე ზემოქმედების მეთოდები, რითაც იგი ბრძანების მორჩილ შემსრულებლად იქცევა. ასეთი ცენტრი ბეირუთშიც არსებობს. სწორედ იქ ერთ-ერთ ბანაკში დიდხანს იმყოფებოდა მარკ ჩემპმენი. მის გონებაში გამუდმებით "ხმიანობდა" ლენონის გვარი. უთუოდ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ერთხელ, სასტუმროში რეგისტრაციის დროს, მან მოაწერა "ჯონ ლენონი", შემდეგ გადახაზა და თავისი გვარით და სახელით შეცვალა. ბესლერის აზრით, ამ ვერსიით აიხსნება ჩემპმენის უცნაური საქციელი, კერძოდ ის, რომ მან ძიების პროცესში უარი თქვა დამცველზე. ჩემპმენის ღრმა რწმენით, ეს "ღვთის ხმა" იყო.

1
177
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
177
  
2012, 10 ნოემბერი, 2:06
მაგარი საინტერესო სტატიები გაქვს
0 1 1