საზოგადოება მამა აბელის წინასწარმეტყველებები 2012, 9 სექტემბერი, 0:38 ნათელმხილველი ბერი აბელი, დაიბადა 1757 წელს სოფელ აკულოვოში, გლეხის ოჯახში. 19 წლის აღიკვეცა ბერად. 9 წელი მოღვაწეობდა ვლადიმირის მონასტერში. სწორედ აქ, 1787 წელს, ღვთიური ხილვისას მოევლინა ორი ანგელოზი და აუწყეს, რომ ღმერთის მიერ მას ნათელმხილველობა აქვს მინიჭებული.იგი მოვალეა, აცნობოს რჩეულთ თავიანთი მომავალი. აბელი წერს წიგნს, სადაც ნაწინასწარმეტყველებია სამეფო ოჯახის მომავალი. წიგნში ნათქვამი იყო, რომ ეკარერინე ||-ს რვა თვის სიცოცხლე დარჩენოდა. დედოფალმა ბრძანა აბელის ციხეში ჩასმა და წიგნის საიდუმლოდ დაცვა. წინასწარმეტყველება ახდა. ეკატერინე ||-ის გარდაცვალების შემდეგ, პავლე |-მა მოაძებნინა აბელი გულთბილად მიიღო და ლავრაში გაამწესა. აქ აბელი წერს წიგნს, სადაც პავლე |-ის ტრაგიკულ აღსასრულს აღწერს. იმპერატორმა აბელი ციხეში გამოამწყვდია. პავლე |-ის სიკვდილის შემდეგ, ალექსანდრე |-ის ბრძანებით, აბელი მონასტერში გადაიყვანეს მკაცრი მეთვალყურეობა დაუნიშნეს და მონასტრიდან გასვლა აუკრძალეს. აქ ისევ დაწერა წიგნი, სადაც აღწერილია, თუ როგორ აიღებდნენ მოსკოვს. როცა ეს წინასწარმეტყელებაც ახდა, აბელს მოუხსნეს მეთვალყურეობა და თავისუფლება და პეტერბურგში ჩაყვანა უბრძანეს. აბელმა მრავალი მსურველის მიუხედავად, წინასწარმეტყველებაზე ხელი აიღო. სამეფო სასახლის ერთ მომცრო ოთახში იდგა ძვირფასი ზარდახშა, რომელშიც ინახებოდა აბელის კიდევ ერთი წინასწარმეტყველება. ანდერძით მისი გახსნა შეიძლებოდა მხოლოდ პავლე |-ის გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ. და აი, ერთ დღეს მეფე ნიკოლოზ || და მისი მეუღლე გაემგზავრნენ ზარდახშის გასახსნელად. იქიდან ძალზე შეწუხებულნი დაბრუნდნენ. მოგვიანებით ყველამ იხილა, თუ როგორი დასასრული ჰქონდა მეფის ცხორებას. მათი იმდროინდელი მწუხარებაც გასაგებია. 846 7-ს მოსწონს
|