საზოგადოება შემაძრწუნებელი ისტორია - ოთხი წლის ბავშვის სიკვდილისწინა სურვილები 2014, 4 აპრილი, 0:52
მშობლებმა პატარას სიმსივნის მოსაშორებლად ოპერაცია გაუკეთეს. ბავშვს გადარჩენის შანსი მხოლოდ ხუთი პროცენტი ჰქონდა. ჯონის მშობლებს 47 წლის ტერენსს და 41 წლის მარის მის გარდა კიდევ ოთხი შვილი ჰყავთ. სამი უფროსი და და ერთი თავისი ტყუპისცალი ძმა. ჯეკი საავადმყოფოში იანვარში გადაიყვანეს, როცა მომატებული ძილიანობა აღენიშნებოდა. პატარას ხუთსაათიანი ოპერაციით სიმსივნის მხოლოდ 40 პროცენტის ამოკვეთა შეძლეს. ექვსდღიანი ლოდინის შემდეგ დაასკვნეს, რომ სიმსივნის დანარჩენი ნაწილი იზრდებოდა. მაშინვე დაიწყეს სხივური და ქიმიოთერაპია, მაგრამ ვერაფერი უშველეს. მისმა ახლობლებმა შეაგროვეს ფული, რომ სანამ ჯეკი ცოცხალი იქნებოდა, მისთვის სურვილები შეესრულებინათ. მართლაც მისი ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსა. მათ ბავშვის საოცარი სურვილიც აუსრულეს-ის სახანძრო მანქანით გაასეირნეს. ბიჭი საოცრად ბედნიერი იყო. 1065 7-ს მოსწონს
|