ჯანმრთელი კვება თეთრი კვერცხი უფრო სასარგებლოა თუ ყავისფერი? - ეს უნდა ვიცოდეთ! 2017, 6 მარტი, 12:28
ქათმის კვერცხი ადამიანისთვის იდეალურ საკვებად ითვლება. მის შემადგენლობაში ოპტიმალურად არის დაბალანსებული ცხიმები, ცილები, ნახშირწყები, ვიტამინები A, B, D, E და მინერალური ნივთიერებები, როგორიცაა კალციუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია. მიუხედავად ამისა, დიეტოლოგები არ გვირჩევენ კვერცხის უმად მირთმევას. პირველ რიგში იმტომ, რომ დიდი რისკია სალმონელოზით დაავადების; მეორეც, უმი ქათმის ცილა ცუდად აითვისება ჩვენი ორგანიზმის მიერ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. კვერცხის ნაჭუჭზე ვითარდება მავნე მიკროორგანიზმები, განსაკუთრებით სალმონელა. ამიტომ მოხმარებამდე, აუცილებელია კვერცხის საპნით გარეცხვა და მდუღარე წყლის გადავლება. რა განსხვავებაა თეთრი და ყავისფერი ნაჭუჭის მქონე კვერცხებს შორის? საზოგადოებაში მიღებულია აზრი იმის შესახებ, რომ თეთრი ფერის კვერცხი ფერმის ქათმისაა, ხოლო ყავისფერი შეფერილობის კვერცხებს სოფლის ქათმები დებენ და, აქედან გამომდინარე, უფრო სასარგებლოა. სწორია თუ არა ეს მოსაზრება? ამას ქვემოთ განვიხილავთ. კვერცხის სარგებლობა ნაჭუჭის ფერზე საერთოდ არ არის დამოკიდებული. თეთრი და ყავისფერი კვერცხი ერთმანეთისგან ხარისხისთ არ განსხვავდება. საქმე ის არის, რომ მათ სხვადასხვა ჯიშის ქათმები დებენ. ყავისფერ შეფერილობას ნაჭუჭს აძლევს პიგმენტი - პროტოპორფინი, რომელიც სინთეზირდება ნაჭუჭის ფორმირების პროცესში. ნაჭუჭის ფერზე ნაწილობრივ გავლენას ახდენს ასევე ფრინველის რაციონი: ზოგიერთი ამინომჟავების ნაკლებობის დროს კვერცხის შეფერილობა ნაკლებად ინტენსიურია, თუმცა ეს არ აისახება მის ხარისხზე. თეთრი ნაჭუჭი უფრო მაგარია თუ ყავისფერი? სპეციალისტების აზრი ამ საკითხეც ერთმნიშვნელოვანია: ნაჭუჭის სიმაგრე და სისქე სრულიად იდენტურია თეთრ და ყავისფერ კვერცხებში. ნაჭუჭის სიმაგრე დამოკიდებულია მხოლოდ ქათმის ასაკზე და არა მის შეფერილობაზე. როგორც წესი, ახალგაზრდა ქათმები უფრო მაგარი ნაჭუჭის მქონე კვერცხებს დებენ, ვიდრე ხანდაზმულები. მნიშვნელოვანია თუ არა კვერცხის გულის შეფერილობა? მუქი, სტაფილოსფერი შეფერილობის კვერცხის გულიც (ყვითრი) არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს წინაშე აუცილებლად სოფლის დედლის კვერცხია. ყვითრის ფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რითი კვებავენ ქათამს. როცა საკვებში ურევენ ნივთიერებებს, რომლებიც მდიდარია კაროტინით - ბუნებრივი საღებავი ნივთიერებით (მაგ. სტაფილოს შემცველობის სპეციალური საკვები), ქათამი დებს ღია სტაფილოსფერი ყვითრის მქონე კვერცხს. ასე რომ, მაღაზიაში კვერცხის შეძენისას არ ღირს ყურადღების გამახვილება მის ფერზე - მთავარია კვერცხი იყოს ახალი და დაუზიანებელი. ასევე დაგაინტერესებთ: 1. დააკვირდით არის თუ არა კვერცხში ასეთი თეთრი ხაზი - ეს ყველამ უნდა იცოდეს! 2. ყავას შეუძლია ამ ხუთი დაავადებისგან დაცვა - კვლევის გამაოგნებლი შედეგები! 3. სასარგებლოა თუ არა დღის ძილი - ამის შემდეგ ძილისადმი დამოკიდებულებას სრულიად შეცვლით! 4. იცით ამ ორი წიწიბურადან რომელი და როდის არის ნამდვილად სასარგებლო - გაგიკვირდებათ! 5. გაფრთხილება ქალებს! არ მიირთვათ ქათმის ეს ნაწილი! - ეს ძალიან სახიფათოა! 6. აუცილებლად შეამოწმეთ ეს პროდუქტები შეძენისას - წარმოუდგენელი საფრთხე, რომელიც ჩინეთიდან გველის! 6. კვერცხის ბუნებრივი საღებავები საკვები პროდუქტებისგან - ყველაზე უსაფრთხო და მარტივი! 7. სააღდგომოდ კვერცხის გაფორმების 10 ორიგინალური და მარტივი მეთოდი (ფოტო და ვიდეო ინსტრუქციები) 9984 3-ს მოსწონს 1-ს არა
|