ჯანმრთელი კვება რატომ და რა რაოდენობით უნდა დავლიოთ ლუდი - ეს უნდა იცოდეთ! 2015, 6 ივლისი, 11:51 ლუდი ბევრისთვის საყვარელი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულში ხდება. ზოგი ამტკიცებს, რომ მის მოხმარებას, ისევე, როგორც ყველა სხვა ალკოჰოლური სასმელისა, მხოლოდ ზიანი მოაქვს, ზოგი კი პირიქით, ლუდის სარგებლობაზე საუბრობს. მოდით გავერკვეთ, მაინც რა საზიანო და სასარგებლო თვისებები აქვს ლუდს და რამდენია მისი მოხმარების დღიური ნორმა. დავიწყოთ მოკლე ისტორიით... ლუდის დამზადება, ისტორიკოსებს თუ ვენდობით, 8 ათასი წლის წინ დაიწყო. მისი პირველი დამამზადებლები ქალები, ანუ დიასახლისები იყვნენ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლუდი სარეალიზაციო პროდუქტად იქცა, მის ხარშვაში ჩაერთვნენ მამაკაცებიც. დღეს კი ლუდის ხარშვა მამაკაცის საქმედ ითვლება. საწარმოო წესით ლუდის ხარშვა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დაიწყეს. დღეს ამ სასმელის წარმოებით განსაკუთრებით ცნობილია გერმანია, ჩეხეთი და ინგლისი. ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით განარჩევენ რამდენიმე სახის ლუდს, მაგალითად: მსუბუქი ლუდი, როგორც წესი 0, 5-1, 5% ალკოჰოლს შეიცავს და შეიძლება იყოს როგორც ღია, ასევე მუქი; არის ასევე 0, 5-2, 8%-იანი ლუდი; ხოლო ძლიერ სახეობად თვლება 5-12%-იანი ლუდი, რომელსაც აქვს მკვეთრი, მომწარო გემო. არსებობს ასევე ე.წ. უალკოჰოლო ლუდი, მაგრამ სახელწოდების მიუხედავად, მასში სპირტის შემცველობა მაინც შეადგენს 0.2-1%-ს, რადგან ლუდის ალკოჰოლისგან სრული გაწმენდა ვერ ხერხდება. ლუდის სარგებელი ლუდის სარგებლიანობის პირველი ფაქტი ფორმულირებული იქნა მეცნიერის, თეოფრასტ ბომბასტ ჰოკენჰეიმერის მიერ, რომელიც ასევე ცნობილია პარაცელსის სახელით. "საკვები და სასმელი სასარგებლო იქნება თუ საზიანო, განისაზღვრება, პირველ რიგში, მისი რაოდენობით" - წერდა იგი. თანამედროვე ლუდი ითვლება სასარგებლო სასმელად, რადგან იგი მზადდება ბუნებრივი პროდუქტებისგან, რომელთა უმეტესობაც ჰომეოპათიურ მკურნალობაში გამოიყენება. ლუდი მდიდარია В ჯგუფის ვიტამინებით, შეიცავს В1, В2, В6 ვიტამინებსა და РР-ს. ლუდში შემავალი ვიტამინები ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, ერითროციტების წარმოქმნას, "ეხმარებიან" გულს. ლუდში შედის რკინა და სპილენძი, ფოსფორი და მაგნიუმი და სხვა მიკროელემენტები. იგი 20-ზე მეტ ამინომჟავას შეიცავს. ცხადია, ეს სარგებელი უმეტესად ეხება გაუფილტრავ სახეობებს, რადგან ისინი არ გადის პასტერიზების პროცესს და ამგვარად ნარჩუნდება სასარგებლო ელემენტები. გაუფილტრავი ლუდის ნიღაბი და ორთქლი ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას და თმას ბრწყინვალებას ანიჭებს. ლუდის ექსტრაქტს კოსმეტიკურ წარმოებაშიც იყენებენ. ცხელი ლუდისა და თაფლის ნარევი კარგი საშუალებაა გაციების სამკურნალოდ. გარდა ამისა, ლუდი ერთადერთი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც შეიცავს სვიის სიმწარეს. ეს უკანასკნელი ააქტიურებს კუჭის წვენის სეკრეციას და ამგვარად აქრობს ალკოჰოლის არასასურველ გავლენას ორგანიზმზე. ლუდში არსებული ანტიოქსიდანტები ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას და ისეთი ავადმყოფობების პრევენციას, როგორიცაა ტუბერკულოზი და ათეროსკლეროზი. ლუდს ორგანიზმიდან გამოაქვს კარცეროგეული ნივთიერებები და ამცირებს კიბოთი დაავადების რისკს, რაც დამტკიცდა იაპონელი მეცნიერების მიერ. ლუდის საფუძველზე დამზადებულ მალამოებს იყენებენ კანის დაავადებებისა და რევმატიზმის სამკურნალოდ. ლუდის უკუჩვენებები მიუხედავად ზემოჩამოთვლილი სარგებლისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ლუდი ჩვეულებრივი ალკოჰოლური სასმელია და დიდი დოზით მიღების შემთხვევაში ორგანიზმისთვის იგივე ზიანი მოაქვს, რაც ზოგადად ალკოჰოლს. ამას გარდა, ეს "მუხანათი" სასმელი გამოირჩევა იმით, რომ ორგანიზმზე მისი უაყოფითი გავლენა დიდი ხნის მანძილზე შეუმჩნეველი რჩება. თავიდან მას სიამოვნება მოაქვს, რაც ხელს უწყობს თანდათანობით შეჩვევას და მიღებული დოზის გაზრდას. თანდათან მასზე ისე ხდებიან დამოკიდებული, რომ ყოველდღიურად იღებენ და ჩვეულებრივ წაყალსაც კი ანაცვლებენ. შედეგად იღებენ...გაზრდილ მუცელს. მაგრამ ძალიან ცდებით თუ თვლით, რომ წონაში მატების მიზეზი ლუდის კალორიულობაა! სინამდვილეში ლუდი თითქმის იგივე რაოდენობით კალორიას შეიცავს რასაც, მაგალითად რძე. ლუდის სმით გამოწვეული სიმსუქნე აიხსნება იმით, რომ მას ძალიან ბევრს სვამენ და, რაც მთავარია, როგორც წესი, მისაყოლებელსაც ატანენ. ამგვარ მისაყოლებლებს, რომლებიც ორგანიზმზე დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს, მიეკუთვნება ხმელი ან შებოლილი თევზი, სოსისი, ძეხვი, მარილიანი არაქისი, კრეკერები, ჩიფსები. ყველა ამ პროდუქტმა, ლუდთან ერთად, ადამიანს, და განსაკუთრებით მამაკაცს, შეიძლება "სახსოვრად დაუტოვს" არასასურველი "ლუდის ღიპი". ლუდში არსებული ალკოჰოლი, მცირე დოზითც კი, მოქმედებს ადამიანის ტვინზე იმგვარად, რომ ჩნდება შიმშილის გრძნობა, თუმცა სინამდვილეში, მშიერი სულაც არ არის. ყოველვე ეს კი საბოლოო ჯამში, ჭარბი საკვების მოხმარებას იწვევს. რა რაოდენობით შეგვიძლია დავლიოთ ლუდი? პარაცელსი თვლიდა, რომ ლუდის მოხმარების იდელაური დოზა არის დღე-ღამეში 2-3 ჭიქა რა თქმა უნდა შეგიძლიათ მეტიც მიირთვათ, მაგრამ ამ შემთხვევაში მისგან სარგებელს ნუღა დაელოდებით. და მაინც, რა რაოდენობით ლუდი არის საზიანო ორგანიზმისთვის? სულ ახლახანს მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მამაკაცის ორგანიზმისთვის უსაფრთხოდ ითვლება დღეში მაქსიმუმ 1 გ. სპირტი 1 კგ სხეულის წონაზე. ამგვარად, მოზრდლმა მამაკაცმა, რომელიც დაახლოებით 80 კგ-ს იწონის, რისკის გარეშე შეიძლება მიირთვას 2 ლიტრამდე ლუდი. მაგრამ არა ყოველდღე! წინააღმდეგ შემთხვევაში, შემცირდება, და შესაძლოა სრულიად შეწყდეს ტესტოსტერონის გამოყოფა. პარალელურად კი მოიმატებს ესტროგენის (ქალის ჰორმონის) დონე. ყოველივე ეს კი, როგორც ხვდებით, მამაკაცებში ჯერ ერექციის დაქვეითებას გამოიწვევს შემდეგ კი იმპოტენციას. 2781 7-ს მოსწონს
|