x
image
natia.a
ვისთვის არ შეიძლება და რა სარგებლობა აქვს ნაყინს
image
ნაყინი ტრადიციულად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ და ზაფხულის სიცხისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებად. მაგრამ საინტერესოა, რამდენად სასარგებლოა იგი?


დავიწყოთ თავიდან...


ნაყინის შესახებ პირველი ცნობები გვხვდება ჩინურ სიმღერების კრებულში - "შინზინ"-ში, (ძვ. წ. 3 ათასი წელი). ძველი წერილების მიხედვით, ჩინელი იმპერატორების სუფრაზე ხშირად მიჰქონდათ გაყინული ხილის წვენები. შუა საუკუნეებში ნაყინის თითქმის ყველა საიდუმლო დაიკარგა.


მხოლოდ XVIII საუკუნეში, ჩინეთში ჩასული მარკო პოლოს წყალობით, დასავლეთევროპელებმა აღმოაჩინეს ამ გემრიელი დესერტის მომზადების რეცეპტი.


ნაყინის შემადგენლობა


image

თანამედროვე, ქარხნული ნაყინის შემადგენლობა შემდეგია:


- რძე - საერთო რაოდენობის არანაკლებ 10%;

- მშრალი რძე, 9-12%. აქვე შედის პროტეინები და ლაქტოზა;

- შაქარი, 12-16%. ჩვეულებრივ ეს არის საქაროზისა და გლუკოზის სიროფის ნაზავი.

- სტაბილიზატორები და ემულსიები, 0.2-0.5%;

- წყალი, 55%-64%. იგი ორთქლდება ნაყინის სხვა კომპონენტებიდან.

ამას ემატება ჰაერი, რომელიც რევის პროცესში ხვდება ნაყინის მასაში.

ერთი ფინჯანი ნაყინის კალორიულობა შეიძლება მერყეობდეს 270-დან 375 კალორიამდე.

ნაყინს შესაძლოა უამრავი დანამატი ჰქოდნეს: შოკოლადი, თხილი, ხილი, ჯემი, კარამელი, ორცხობილის ნამტვრევები, სიროფი და ა.შ.

ნაყინი იყოფა შემდეგ ძირითად ტიპებად:

- რძიანი ნაყინი (ცხიმიანობა 4%-მდე);

- ნაღების ნაყინი(ცხიმიანობა 10%-მდე);

- პლომბირი (ცხიმიანობა 15%-მდე);

- ხილის ნაყინი (ხილის წვენზე დამზადებული, უცხიმო).


ნაყინის დადებითი თვისებები


ნაყინის შემადგენლობაში 100-მდე სასარგებლო ნივთიერება შედის: 20-ზე მეტი ამინომჟავა, 25-მდე სხვადასხვა ცხიმოვანი მჟავა, 30-მდე მინერალური მარილები, ნივთიერებათა ცვლისთვის საჭირო ფერმენტები, 20-ზე მეტი სხვადასხვა ვიტამინი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალიუმი და რკინა.

image

ნაყინის შემადგენლობა ხელს უწყობს ორგანიზმში ე.წ. ბედნიერების ჰორმონის, სეროტონინის წარმოქმნას. იგი აუმჯობესებს მეხსიერებას, ხასიათს და გვეხმარება სტრესთან გამკლავებაში. მეცნიერები თვლიან, რომ ნაყინს, როცა მას ზრდასრული ადამიანი მიირთმევს, აქვს ასევე დამატებითი თერაპილი ეფექტი, რაც დადებით ემოციებს უკავშირდება - ნაყინი ხომ თითქმის ყველასთვის ბავშვობასთან ასოცირდება.


კუჭ-ნაწლავის დაავადებების პროფილაქტიკისათვის განსაკუთრებით რეკომენდებულია იოგურტის ნაყინი. იგი დადებითად მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორაზე. იოგურტის ნაყინის უპირატესობა სხვა რძემჟავა პროდუქტებთან შედარებით მდგომარეობს იმაში, რომ გაყინულ მდგომარეობაში მის შენახვა შეიძლება 3 თვემდე, თან ისე, რომ ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.

image

იმის გამო, რომ ნაყინი დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს, იგი ძალიან სასარგებლოა ბავშვთა კვებაში. ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნორმის ფარგლებში ნაყინის მოხმარება სულაც არ იწვევს წონის მატებას, პირიქით, ამცირებს კიდეც მას, რადგან კალციუმი ხელს უწყობს ცხიმის წვას. ამას გარდა, კალციუმი ძვლებს ამაგრებს და არტერიული წნევის ნორმალიზებას ახდენს.


ნაყინის მიღება თირკმელებში კენჭების გაჩენის პროფილაქტიკასაც ახდენს. ქალებში ამცირებს მენსტრუალურ ტკივილს და ამცირებს უნაყოფობის რისკს. მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ საღი რძე აუმჯობესებს ოვულაციას.



უარყოფითი თვისებები


image
ნაყინის მოხმარება უნდა შეზრუდონ მათ, ვისაც გულის იშემიური დაავადებები, ათეროსკლეროზი და კარიესი აწუხებთ.

ნაყინი უკუნაჩვენებია კუჭის წყლულოვანი დაავადებებისა და ქრონიკული გასტრიტის დროს. ექიმები ნაყინის მირთმევას არურჩევენ არც იმ პირებს, რომლებიც ხშირად ავადდებიან რესპირატორული დაავადებებით.


თუ ნაყინი დამზადებულია საქაროზაზე, იგი არ შეიძლება დიაბეტით დაავადებულთათვის. ხოლო იმ ადამიანებმა, რომლებსაც სისხლში შაქრის მაღალი დონე აქვთ, თავი უნდა შეიკავონ ცხოველურ ცხიმებზე დამზადებული ნაყინისგან.


დიეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ თავი უნდა ავარიდოთ ლიმონის, მარწყვის და სხვა არომატული ტიპის ნაყინებს, რადგან ამგვარი ნაყინი, როგორც წესი, შეიცავს დიდი რაოდენობით ხილის ესენციებსა და დანამატებს, რომლებიც შორსაა ნატურალურისგან.

ნაყინმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი. სტატისტიკის მიხედვით, ამგვარი თავის ტკივილისაკმაოდ გავრცელებულია და მსოფლიოში დაახლოებით ადამიანების 1/3-ს აწუხებს. ტკივილის მიზეზია სი, რომ ნაყინის ჭამის დროს ორგანიზმის ტემპერატურა ძალიან სწრაფად და მკვეთრად ვარდება, რაც სისხლძარღვებს კუმშავს და თავის ტვინში სისხლის მიწოდება იკლებს. ეს ყველაფერი იწვევს ტკივილს.


image

როგორც ვნახეთ, ნაყინი საკმაოდ სასარგებლო დესერტია, თუმცა შეგახსნებთ, რომ ყველაფერი ზემოთქმული ეხება ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებულ ნაყინს. მაგრამ არის კი ჩვენს მაღაზიებში არსებული პროდუქტი ნატურალური? მიუხედავად უამრავი არჩევანისა, ჩვენს სამომხმარებლო ბაზარზე არსებული თითქმის ყველა "ნაყინის" გემოს გასინჯვითაც კი ადვილი მისახვედრია, რომ მათში არც რძე, არც ნაღების კარაქი და, მით უმეტეს არც ნაღები არ არის... ასე რომ, თუ გსურთ ზაფხულის ცხელ დღეებში სასიამოვნო გაგრილებას სასარგებლოც შეუთავსოთ, მოამზადეთ ნაყინი სახლში, მით უმეტეს, რომ ეს საკმაოდ ადვილია.


image

5
2594
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2594
  
2015, 19 მაისი, 22:16
მე მაინც ვგიჟდები ნაყინზე :))
2015, 19 მაისი, 18:53
მეეც:))))
2015, 19 მაისი, 16:48
და მაინც ერთ ჯერზე ერთ კილოს შევჭამ სიამოვნებით :)
2015, 19 მაისი, 15:23
გაიხარე, გენაცვალე :)
2015, 19 მაისი, 15:23
როგორც ყოველთვის საინტერესო და სასარგებლო სტატიაა ნათია
0 1 5