ჯანმრთელი კვება იცით რომელია ნამდვილი არაჟანი? - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2017, 25 ივნისი, 16:42
არაჟანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რძემჟავა პროდუქტია. დღეს მაღაზიის დახლებზე უამრავი ბრენდის, სხვადასხვა ცხიმიანობის არაჟანი იყიდება, თუმცა ძნელია იმის თქმა, რომ მათ შორის ყველა ან თუნდაც უმეტესობა ნამდვილი არაჟანია. უმეტეს შემთხვევაში ხელში გვრჩება გაურკვეველი პროდუქტი, რომელიც არაჟანს უბრალოდ ჰგავს როგორც ვიზუალურად, ასევე გემოთი. რას მივირთმევთ სინამდვილეში? როგორც წესი, წარმოებული არაჟნების უმეტესობაში ცხოველურ ცხიმს მცენარეულით ცვლიან, რძის ცილას კი - სოიოს ცილით, რომელიც, რაღა თქმა უნდა, გენმოდიფიცირებულია. ამ ყველაფერს უმატებენ საგემოვნო დანამატებს და ასე გამოაქვთ მაღაზიის დახლებზე. ნამდვილი, კლასიკური მეთოდით, ანუ მხოლოდ ნაღებითა და დედოთი დამზადებული არაჟანი ძალიან სასარგებლოა - იგი ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ. სამწუხაროდ, ამგვარი არაჟნის პოვნა დღეს მაღაზიებში საკმაოდ ძნელია. და მაინც, როგორ გავარჩიოთ ნატურალურია თუ არა არაჟანი? ამის გაკეთება ძალიან მარტივია: ჩაასხით ჭიქაში მდუღარე წყალი და გახსენით მასში ერთი ჩაის კოვზი არაჟანი. თუ პროდუქტი ყალბია, დაილექება ჭიქის ფსკერზე, ნამდვილი არაჟანი კი სრულიად გაიხსნება. შეგვიძლია ასევე არაჟანი ცხელ კერძზე დავასხათ: ნამდვილი სრულიად გალღვება, ყალბი კი სპეციალური შემადედებლების წყალობით, კონსისტენციას შეინარჩუნებს. ასევე უნდა ვიცოდეთ: 1. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი და ფალსიფიცირებული ყველი - დაიმახსოვრეთ და გაფრთხილდით! 2. რომელი ნაყინია ყველაზე ნატურალური - რა აჩვენა ექსპერტიზამ 3. როგორი ერთჯერადი ჭიქით არ შეიძლება ალკოჰოლის დალევა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 4. არასოდეს დაუშვათ ეს შეცდომა მაკარონის მომზადებისას, თორემ... - ეს ყველამ უნდა იცოდეს! 5. რა მოგვივა თუ მზესუმზირას ყოველდღე შევჭამთ - ეს ბევრმა არ იცის! და კიდევ უამრავი მსგავსი სასარგებლო სიახლე იხილეთ ბმულზე. 2575 6-ს მოსწონს
|